"სადაც გინდა დადე ფოტო, ოღონდ მე ნუ გამომაჩენო... დავპირდი, რომ არ გამოვაჩენდი!"
"სადაც გინდა დადე ფოტო, ოღონდ მე ნუ გამომაჩენო... დავპირდი, რომ არ გამოვაჩენდი!"
დავინახე როგორ მიადგა ქუჩის ძაღლი ჩემს შორიახლოს მდგომ კაცს, რომელიც "ჰოტდოგს" მადიანად შეექცეოდა. ძაღლი თვალებში შეჰყურებდა კაცს და კუდის ქიცინით "უნამიოკებდა" - მეც მშიაო! კაცმა ძაღლს გაუღიმა და პატარა პურის ნაგლეჯი იქვე თავისთან ახლოს დააგდო. ცუგა გახარებული მივარდა პურს და კბილი სტაცა, მეტრა ოთხმოციანმა და ას კილოგრამიანმა მუტრუკმა, მთელი ძალით წიხლი ამოარტყა ცუგას მუცელში და ქუჩის მიმართულებით მოისროლა.

ძაღლი გზის შუაგულში დაეცა, მისი წკავწკავი გარემოს მოედო. მანქანის მუხრუჭების ხმაზე თვალები დავხუჭე, არ მინდოდა მენახა როგორ გაიტანდა მანქანა საცოდავ ცხოველს. ცუგა გადარჩა.
მივარდი, ხელში აყვანა მინდოდა - მიკბინა, სისხლი თქრიალით წამომივიდა. მაინც ავიყვანე ტროტუარზე ხის ძირას დავაწვინე.
ცოტა ხანი იწვა, მერე წამოდგა და ძუნძულით წასული, მალევე თვალს მიეფარა.

ივლისის ცხელი დღეები იდგა. ცოფის აცრები გავიკეთე, ჭრილობა გამიკერეს, მოკლედ ყველაფერი კარგად დამთავრდა- ძვალი არ იყო დაზიანებული. აგვისტოს დასწყისში სკამზე ჩავთვლიმე, უკვე საათზე მეტი არც ერთი კლიენტი არ გამომიჩნდა. ძილში ვიგრძენი როგორ მლოკავდა "ვიღაცა" ხელს, ზუსტად ჭრილობის ადგილას. თვალი გავახილე, ის ცუგა იყო - ბოღმა დავარქვი.

Zooclub

მთელი დღე ჩემთან არის, ერთად ვსაუზმობთ, მერე ერთად ვსადილობთ, დღის ბოლოს მიგვაქვს სარდაფში ჩემი "ხაბაკი". ბოღმა იქ რჩება და მთელი ღამე დარაჯობს ჩაკეტილ საწყობის კარს. საოცრად თბილი და ჭკვიანი ძაღლია, ყველაფერი ესმის, კეთილშობილ ადამიანს ჰგავს. დადე სადაც გინდა ფოტო, მაგრამ მე ნუ გამომაჩენო. ნურც იტყვი სად ვართ - დავპირდი, რომ არ გამოვაჩენდი. მაგარი კაცია, მე მგავს, ავადმყოფურად თავმდაბალია, ვერ იტანს ყურადღების ცენტრში ყოფნას.

გიორგი ბერეჟიანი
--
ალბათ ცუგამ იფიქრა ამანაც ტკივილი უნდა მომაყენოსო და გაუაზრებლად გიკბინა, შეცდომა ადამიანებსაც მოგვდის!!! გაიხარე ვინც ხარ!!! უფალმა არასოდეს დაგტოვოს!!! მე მარკეტტან ვნახე გოგოს ხელში ეჭირა რარაცა, ჭამდა და უფრო სწორად ფისოს ხმამ გამახედა იქეთ, ეს ფისო სთხოვდა მაჭამეო, გოგო შEტრიალდებოდა მეორე მხარეს, ახლა ფისო მეორე მხრიდან მოუვლიდა, ეს გოგო ისევ შემოტრიალდებოდა, ჯერ ვერ მივხვდი....დავუძახე (ცოტა მოშორებით იყო) თქვენ აჭმევთ ფისოს თქო??? არა, მე ვჭამო!!! უკმეხად მიპასუხა, გავშტერდი....ფისოს დავუზახე, მოდი არ გაჭმევს ხო ხედავ. მე გაჭმევ ტქო, ბედზე მქონდა რარაცეები, მოვიდა, სულ მოკლე-მოკლე ,,მიაუს;; ძახილით, ალბათ მეუბნებოდა, როგორ არაფერი მომცაო....ვაჭამე, დაველოდე სანამ ბოლომდე შეჭამა და ტან ვფიქრობდი, ნუთუ მე როდისმე ანალოგიურად მოვიქცევი???? უენო, მტაცებელ ცხოველს, რომელიც მოდი და მთხოვს, ალბათ იმიტო რომ კრიტიკული მომენტი აქვს, თორე კატები ეგრე ადვილად არ მიდიან ადამიანებთან ...არ ვიცი, არ ვიცი....ღმერთო ყველას თავის გულით გაუმარჯოს!!
ნონა-s
ჩვენ გვეჩქარება, თორემ ადრე თუ გვიან ღმერთი ყველას ასმაგად დაუბრუნებს სიკეთესაც და ბოროტებასაც!
ნონა
ვინც ცხოველს აწამებს,სასტიკად ექცევა, განსაკუთრებით კი უმწეო მშიერ ქუშის ძაღლებს, ესეთი ადამიანები თუკი ადამიანები ქვიათ , იგვე მეთოდით უნდა "გაუმასპინძლდე", რომ გაიგონ როგორია ტკივილი და დამცირება. გული დამეწვა და მეტკინა ამ ძაღლის მდგომარეობა ამ არაკაცის გამო. მაინც ვერ ვიგებ რა "სიამოვნებას" იღებენ ეს სადისტები , როცა ასე ექცევიან ნებისმიერ ცხოველს. მე, რომ შევსწრებოდი ვერ მოვითმენდი და არ ვიცი რას დავაწევდი ამ არაკაცს, ჩემ თავზე ხელს ავიღებდი. მოვუწოდებ ყველას, ნებისმიერ ცხოველს მოვექცეთ სიყვარულით და სიკეთით!!!! არ გაბედოთ და ხელი არ ახლოთ ცუდად, თორემ ეს ცოდვა ადრე თუ გვიან ყველას მოეთხოვება.
Tbilisi
მემგონი ვიცი ეს ცუგა, ვხედავ ხოლმე. ახლა მისი ამბავიც გავიგე. ის შტერი ვინ იყო ნეტა ვინც დაარტყა. ზოგი რა გონებაშეზღუდულია....
ra sheni saqmea
იხარეთ და იმრავლეთ ასეთმა ადამიანებმა. არ მესმის იმ ხალხის ვინც საშინლად ექცევა ცხოველებს, თუ არ გიყვართ ვინ გავალდებულებთ რამეს მაგრამ რატომ ურტყამთ არაადამიანებო!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?