"სადაც გინდა დადე ფოტო, ოღონდ მე ნუ გამომაჩენო... დავპირდი, რომ არ გამოვაჩენდი!"
"სადაც გინდა დადე ფოტო, ოღონდ მე ნუ გამომაჩენო... დავპირდი, რომ არ გამოვაჩენდი!"
დავინახე როგორ მიადგა ქუჩის ძაღლი ჩემს შორიახლოს მდგომ კაცს, რომელიც "ჰოტდოგს" მადიანად შეექცეოდა. ძაღლი თვალებში შეჰყურებდა კაცს და კუდის ქიცინით "უნამიოკებდა" - მეც მშიაო! კაცმა ძაღლს გაუღიმა და პატარა პურის ნაგლეჯი იქვე თავისთან ახლოს დააგდო. ცუგა გახარებული მივარდა პურს და კბილი სტაცა, მეტრა ოთხმოციანმა და ას კილოგრამიანმა მუტრუკმა, მთელი ძალით წიხლი ამოარტყა ცუგას მუცელში და ქუჩის მიმართულებით მოისროლა.

ძაღლი გზის შუაგულში დაეცა, მისი წკავწკავი გარემოს მოედო. მანქანის მუხრუჭების ხმაზე თვალები დავხუჭე, არ მინდოდა მენახა როგორ გაიტანდა მანქანა საცოდავ ცხოველს. ცუგა გადარჩა.
მივარდი, ხელში აყვანა მინდოდა - მიკბინა, სისხლი თქრიალით წამომივიდა. მაინც ავიყვანე ტროტუარზე ხის ძირას დავაწვინე.
ცოტა ხანი იწვა, მერე წამოდგა და ძუნძულით წასული, მალევე თვალს მიეფარა.

ივლისის ცხელი დღეები იდგა. ცოფის აცრები გავიკეთე, ჭრილობა გამიკერეს, მოკლედ ყველაფერი კარგად დამთავრდა- ძვალი არ იყო დაზიანებული. აგვისტოს დასწყისში სკამზე ჩავთვლიმე, უკვე საათზე მეტი არც ერთი კლიენტი არ გამომიჩნდა. ძილში ვიგრძენი როგორ მლოკავდა "ვიღაცა" ხელს, ზუსტად ჭრილობის ადგილას. თვალი გავახილე, ის ცუგა იყო - ბოღმა დავარქვი.

Zooclub

მთელი დღე ჩემთან არის, ერთად ვსაუზმობთ, მერე ერთად ვსადილობთ, დღის ბოლოს მიგვაქვს სარდაფში ჩემი "ხაბაკი". ბოღმა იქ რჩება და მთელი ღამე დარაჯობს ჩაკეტილ საწყობის კარს. საოცრად თბილი და ჭკვიანი ძაღლია, ყველაფერი ესმის, კეთილშობილ ადამიანს ჰგავს. დადე სადაც გინდა ფოტო, მაგრამ მე ნუ გამომაჩენო. ნურც იტყვი სად ვართ - დავპირდი, რომ არ გამოვაჩენდი. მაგარი კაცია, მე მგავს, ავადმყოფურად თავმდაბალია, ვერ იტანს ყურადღების ცენტრში ყოფნას.

გიორგი ბერეჟიანი
იო
ღმერთმა გაგახაროს შენი სიკეთისთვის საწყალი ცუგო რომ იხსენი ბოროტი ადამიანებისგან
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?