ბოლო სადილი 16 წლის ძაღლისთვის
ბოლო სადილი 16 წლის ძაღლისთვის
ეს ამბავი 16 წლის ძაღლიზეა, რომელმაც პატრონს ბევრი სასიამოვნო მოგონება დაუტოვა.


"ჩემი ძაღლი მეკა, იყო ჰასკისა და გერმანული ნაგაზის მეტისი. ის ძალიან ჭკვიანი, თბილი და მოსიყვარული "მეგობარი" იყო ჩემთვის. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მასთან გატარებული მაქვს 16 საუკეთესო წელი, მაგრამ სამწუხაროდ მისი დრო მოვიდა და ის სამოთხეში წავიდა. მეკამ ჩამს გულში დიდი ადგილი დაიკავა. მე ის ყოველთვის მეყვარება." – ამბობს ძაღლის პატრონი.

როდესაც პატრონი მიხვდა, რომ მეკა უკვე სიბერისგან დაუძლურებული, დღეებს ითვლიდა, საჩუქარი გაუკეთა და წინა საღამოს სანამ ძაღლი
დაიღუპებოდა, მისი საყვარელი საკვებით გაუმასპინძლდა.

Zooclub

თითქმის ყველა ძაღლს უყვარს ნაყინი, მაგრამ მეკას გამორჩეულად უყვარდა ეს
ტკბილეული, თუმცა მთელი ცხოვრება ეკრძალებოდა მისი ჭამა. ძაღლი აღფრთოვანდა ნაყინით და დიდი სიამოვნებით მიირთვა ის.

Zooclub

მეკა მეორე დღეს დაიღუპა, რადგან უკვე ძალიან მოხუცი იყო, თუმცა პატრონმა აჩუქა მას ის ბედნიერი მომენტი, რაც ყოველთვის სურდა, მაგრამ ეკრძალებოდა.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?