გორში მიტოვებული ლაბრადორი, სახელად "მარკო" მზრუნველმა ოჯახმა შეიფარა, თუმცა მისი ბურუსით მოცული წარსული 3 წლის შემდეგ გაირკვა...
გორში მიტოვებული ლაბრადორი, სახელად "მარკო"  მზრუნველმა ოჯახმა შეიფარა, თუმცა მისი ბურუსით მოცული  წარსული 3 წლის შემდეგ გაირკვა...
"მარკო განსაკუთრებული ძაღლია, რომელიც არავის ჰგავს", - სწორედ ასე მოიხსენიებს ამ საოცარ ლაბრადორს პატრონი ირმა მთიულიშვილი, რომელმაც ძაღლი გორში უპატრონო და გასაცოდავებული იპოვა.


"როდესაც ვიპოვე აღმოჩნდა, რომ ერთი თვალიდან ვერ ხედავდა, ასევე სმენადაქვეითებული იყო. ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა. როცა სახლის ეზოში შევიყვანე, ფოთლებში ჩაწვა. არც საკვები უთხოვია, თითქოს თვალებით მეხვეწებოდა არ გამაგდოო", - ამბობს ძაღლის პატრონი.

Zooclub

მარკოს თვალებში დღესაც იკითხება სევდა და ამავე დროს სიხარული. იგი 3 წელია, მზრუნველ ოჯახში ცხოვრობს, სადაც  დროს ძაღლებისა და კატების გარემოცვაში ატარებს, თუმცა, მისი ერთ-ერთი
გამორჩეული მეგობარი 5 წლის მარიამია, რომელიც ცხოველების მოყვარული და დიდი გულშემატკივარია.

Zooclub

როდესაც ირმამ გასაცოდავებული ლაბრადორი
იპოვა, ის 4-5 წლის იქნებოდა, მაგრამ სად გაიზარდა და როგორ მოხვდა ის გორში? ბურუსით მოცული ოთხფეხა მეგობრის ისტორია პატრონმა აყვანიდან 3 წლის შემდეგ შეიტყო და აღმოჩნდა, რომ მარკო მართლაც განსაკუთრებული ძაღლი ყოფილა:

როგორც აღმოჩნდა, უმაღლესი კლასის თეთრი ლაბრადორი, სახელად დაბი (დღეს უკვე მარკო), ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მსახურობდა და განაღმვით სამუშაოებს ასრულებდა.

Zooclub

ნაღმის აფეთქებისას გამოცდილმა ძაღლმა ამერიკელი ჯარისკაცი გადაარჩინა, ხოლო თავად სმენისა და მხედველობის პრობლემები შეექმნა.

"4 წლის მარკოს ევთანაზიას უპირებდნენ, თუმცა, იგი იმ სამხედრომ გადაარჩინა, რომელიც ძაღლმა სიკვდილისგან იხსნა,"- ამბობს ლაბრადორის პატრონი.

ის ქართველმა ჯარისკაცმა სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანა, ხოლო შემდეგ გორის რაიონში წაიყვანა და ერთ-ერთ სოფელში გააჩუქა, თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ დაბი ბედის ანაბარა ქუჩაში გააგდეს.

ქართველი ჯარისკაცი მას რამდენიმე წლის განმავლობაში ეძებდა, მის შესახებ არაფერი იცოდა და ძალიან განიცდიდა. სულ რამდენიმე დღის წინ შემთხვევით აღმოაჩინა გმირი ძაღლი, რომელიც ავღანეთიდან წამოიყვანა. მათი შეხვედრა საოცარი იყო: "ვუყურებდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი,"- ამბობს მარკოს ახლანდელი პატრონი.

Zooclub

მარკო დღეს ბედნიერია თავის ოჯახთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ შიმშილს, დამცირებას და სიცივეს გაუძლო, დღეს ის მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში თავს კარგად გრძნობს.

Zooclub

მეტიც, პატრონმა გორში გახსნა მისი სახელობის კლინიკა "მარკო", სადაც მიუსაფარ და პატრონიან ძაღლებს მკურნალობენ.

ასევე იხილეთ:

საგურამოში პატრონმა დედა ძაღლი ახალშობილ ლეკვებთან ერთად მიატოვა და გზა განაგრძო

როგორ გადაარჩინა ტომ ჰარდიმ საუკეთესო მეგობარი ვუდი... ამაღელვებელი ისტორია

თავშესაფარში დატოვებული სევდიანი ძაღლი... თუმცა იხილეთ მისი გამომეტყველება ერთი კვირის შემდეგ
!!!
თითქმის ყოველდღე ვხედავ პატარა მარიამს, ეს საოცარი ბავშვი მრთლაც უზარმაზარ სითბოს და სიკეთეს გასცემს მის ეზოში შეფარებულ უპატრონო ცხოველებზე. გაიხარე პატარავ, ეს სიკეთე აუცილებლად ასმაგად დაგიბრუნდება!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?