ოკეანეში შემთხვევით გადავარდნილი ძაღლი 5 კვირის შემდეგ დაუბრუნდა მეთევზე პატრონს
ოკეანეში შემთხვევით გადავარდნილი ძაღლი 5 კვირის შემდეგ დაუბრუნდა მეთევზე პატრონს

მას შემდეგ, რაც ძაღლი მეთევზეების გემიდან ოკეანეში გადავარდა, ერთი თვე გავიდა. ყველას გასაკვირად,

ძაღლი გადარჩა. ის იპოვეს რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სადაც მისი პატრონი თევზაობდა.


სან-კლემენტეს ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, ამ ჯადოსნური გადარჩენის გმირი გერმანული ნაგაზი ლუნაა.

ძაღლის პატრონი სან-კლემენტეს კუნძულების სიახლოვეს თევზაობდა. ლუნა შემთხვევით წყალში გადავარდა. ის ორი დღე ეძებდა ძაღლს, თუმცა, ამაოდ. პატრონი კუნძულზე მდებარე სამხედრო ბაზას დაუკავშირდა და თხოვნით მიმართა, რომ თუ  ლუნას დაინახავდნენ, მისთვის ეცნობებინათ. 5-კვირიანი ლოდინის შემდეგ, მეთევზე დარწმუნდა, რომ მისი შინაური ბინადარი წყალში დაიხრჩო. მან სოციალურ ქსელში

ლუნას სამახსოვრო წერილიც გამოაქვეყნა.

Zooclub

ერთი თვის შემდეგ სამხედრო ბაზიდან ლუნას პატრონს დაუკავშირდნენ. მათ ძაღლი ბაზის

სიახლოვეს შეამჩნიეს. ის იჯდა გზაზე და კუდს აქიცინებდა. სამხედროები მიხვდნენ, რომ ეს ლუნა იყო, რადგან კუნძულზე შინაური ცხოველების ყოფნა აკრძალულია.

ძაღლი იყო გამხდარი და გამოფიტული, თუმცა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრებოდა. როგორც ჩანდა, ის იკვებებოდა მღრღნელებითა და თევზით, რომელიც ნაპირზე იყო გამორიყული.

სამხედრო ბაზის წარმომადგენლების თქმით, გადარჩენილ ძაღლს ნაპირზე უამრავი ჟურნალისტი და გულშემატკივარი დახვდა, მათ შორის იყო პატრონის მეგობარიც, რომელმაც ლუნა სახლში წაიყვანა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?