სწორედ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა მამაკაცი, რომელსაც სურდა, საკუთარი ქორწილი ყველასთვის დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ბილიმ 50 ღორის შესაძენად 14 ათასი დოლარი გადაიხადა, რათა ცხოველები საპატარძლოს საკურთხეველთან გაჰყოლოდნენ.
მომავალი ცოლი ღორების დანახვამ საშინლად აღაშფოთა.
საკუთარ ქორწილში ყველა ბედნიერია, თუმცა, ამას ვერავინ იტყოდა 23 წლის სტეფზე. მამაკაცმა გადაწყვიტა, თემატური ქორწილი ღორების ფერმაში მოეწყო, სადაც ცხოველები ტალახში ნებივრობდნენ. ფაქტმა არამარტო სტეფი, არამედ მომავალი სიდედრიც
სტეფი ყოველთვის ოცნებობდა სოფლის ტრადიციულ ქორწილზე, მაგრამ ის ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ საკურთხეველთან მისასვლელად ტალახის გავლა ღორების თანხლებით მოუწევდა.
გოგონას დედა ძალიან გაბრაზებული იყო, როდესაც შვილი ღორების გარემოცვაში იხილა.
ბილიც თავს უხერხულად გრძნობდა, როცა საყვარელი ადამიანისა და სტუმრების უკმაყოფილო გამომეტყველებას ხედავდა.
სასიძომ უჩვეულო წვეულება შემდეგი მიზეზით ახსნა: მას სურდა "ღორების წვეულების" მსოფლიო რეკორდის დამყარება.
საბოლოოდ, ქორწილი შედგა, გოგონამ საქმროს შრომა დააფასა, მაგრამ მსოფლიო რეკორდი არ გამოვიდა. მთავარია, რომ ეს უჩვეულო წვეულება ყველა სტუმარსა და თავად პატარძალს არასოდეს დაავიწყდება.
ასევე იხილეთ:
ძაღლების ქორწილი 20 ათასი გირვანქა სტერლინგი დაჯდა
ქალაქის მერმა ნიანგზე მეორედ იქორწინა
წყვილმა ქორწილში ათასი კატა დაპატიჟა