error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/b8973936e65c7d6bdc1b95d7e1ed2bfb.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
გოგონა უპატრონო ძაღლზე დაქორწინდა (+ვიდეო)
გოგონა უპატრონო ძაღლზე დაქორწინდა (+ვიდეო)
არა ერთი ამბავი გაგვიგია ცხოველების შესახებ, მათ შორის სევდიანი, სასიამოვნო, სახალისო, თუმცა, მსგავსი ისტორია შესაძლოა მოსმენილიც არ გქონდეთ. 
მეტად უცნაური ქორწილი გაიმართა ინდოეთის შტატ  ჯარხანდის ერთ-ერთ სოფელში. ინდოელი გოგო ცოლად გაჰყვა უპატრონო ძაღლს, სახელად შერუს. ადგილობრივმა გურუმ შთააგონა გოგონას მშობლები, რომ მათი ქალიშვილი, რომელსაც წარუმატებლობა ყოველთვის თან სდევდა, ძაღლზე მიეთხოვებინათ, რათა მისი ცხოვრება იღბლიანი გამხდარიყო.

Zooclub

გოგონა, სახელად მანგლი, თავიდან უარს ამბობდა , თუმცა, შემდეგ მშობლებმა დაითანხმეს.

"მე ძაღლზე ვქორწინდები, რადგან სოფელში მცხოვრები უხუცესი თვლის, რომ ასე ჩემში არსებული ბოროტი ძალებისგან
განვთავისუფლდები. ამის შემდეგ გავყვები მამაკაცს, ვისთანაც დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებ."- ამბობს "პატარძალი".

Zooclub

გოგონას ვალი იქნება
მხოლოდ ძაღლზე მზრუნველობა ისე, როგორც შინაურ ბინადარზე. სოფლის უხუცესის თქმით, ძაღლზე რამდენიმე თვიანი მზრუნველობის შემდეგ, გოგონასგან წარუმატებლობა გაივლის და ის მზად იქნება, იპოვოს თავისი ოცნების მამაკაცი.

"ყველა გოგოს ოცნებაა, მომხიბვლელ პრინცზე იქორწინოს, ამ ცერემონიალის შემდეგ, მეც ველოდები ჩემს პრინცს."- ამბობს მანგლი.

Zooclub

და შერუ? ის მომავალშიც იცხოვრებს გოგონასთან და მის ქმართან ერთად, როგორც შინაური ბინადარი, მოუვლიან და იზრუნებენ მასზე. 

უდავოა, ამბავი მეტად საოცარია, თუმცა, სხვა მხრივ, უპატრონო ძაღლმა სამუდოამო ოჯახი ასე უცნაურიად იპოვა.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

ძაღლების ქორწილი 20 ათასი გირვანქა სტერლინგი დაჯდა

10 ულამაზესი ძაღლი, რომლებმაც მათი პატრონების ქორწილი დაჩრდილეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?