ესპანეთში ღორებისთვის ხუთვარსკვლავიანი ფერმა გაიხსნა (+ვიდეო)
ესპანეთში ღორებისთვის ხუთვარსკვლავიანი ფერმა გაიხსნა (+ვიდეო)
ესპანეთში, ხაენის პროვინციაში ღორებისთვის ხუთვარსკვლავიანი ფერმა გაიხსნა. შენობაში დამონტაჟებულია კონდიცირების სისტემა და გათბობა. ფერმაში 4 000-ზე მეტი ღორი ცხოვრობს. იმისთვის, რომ ცხოველებმა არ განიცადონ სტრესი, მათთვის კლასიკური მუსიკა ჟღერს. ასევე, მათ აქვთ სათამაშოები.

ფერმის მფლობელი, ფრანცისკო მომბლანი ყვება, რომ ასეთი პირობები ღორებს ადუნებს და საუკეთესო ხარისხის ხორცის წარმოების საშუალებას აძლევს.

ამასთან, 2015 წლის ივნისში, დიდ ბრიტანეთში ტურისტები ღამის გასათევად ღორების სადგომში მოაწყვეს. ტურისტებს ემსახურება სახლი სტუმრებისთვის, რომელიც კარმარტენშირის ერთ-ერთ პატარა სოფელში მდებარეობს. ღორების სადგომში ღამის გათევის საფასური დაახლოებით 70 დოლარს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?