ძაღლების ქორწილი 20 ათასი გირვანქა სტერლინგი დაჯდა
ძაღლების ქორწილი 20 ათასი გირვანქა სტერლინგი დაჯდა
ინგლისის ქალაქ დესბოროუგში ნებისმიერ შინაურ ცხოველს შეუძლია დაქორწინდეს.

რეგისტრატორ ენ კლარკს ძაღლის უამრავი პატრონი აკითხავს, ვისაც სურს შინაური ცხოველები დააქორწინოს. ზოგიერთი იმდენად არის შეყვარებული საკუთარ შინაურ ცხოველზე, რომ სოლიდურ თანხასაც კი იმეტებს, რათა მათ ღირსეული საქორწინო ცერემონია ჰქონდეთ; ისინი ქირაობენ პროფესიონალ ფოტოგრაფებს და მძღოლს ლიმუზინისთვის.

"ზოგჯერ პატრონი ისეთ მასშტაბურ ღონისძიებას ითხოვს, ხანდახან მავიწყდება, რომ პატარძალი ძაღლია და არა ადამიანი. ერთმა ქალბატონმა ძაღლის ქორწილში 20 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. წარმოიდგინეთ, ქორწილში შოკოლადის შადრევანიც კი იდგა", – ამბობს კლარკი.

4/aprili/dzaglebi/qorcili-peru.jpg" border="0" alt="Zooclub" title="ძაღლების ქორწილი 20 ათასი გირვანქა სტერლინგი დაჯდა" />

ენმა ცხოველების დაქორწინება 4 წლის წინ დაიწყო. უჩვეულო ბიზნესით უამრავი ადამიანი დაინტერესდა. ენისთან პატრონებს ხშირად მიჰყავთ დასაქორწინებლად ძაღლები,
კატები და კურდღლებიც კი.

ჩვეულებრივ, ქორწილი შამპანურითა და საუზმით იწყება სტუმრებისთვის, ხოლო ცხოველებს რძითა და წყლით უმასპინძლდებიან. შემდეგ, ძაღლი პატარძალი ბაღის ცენტრში მიდის (ან მიჰყავთ), სადაც სიძე – ძაღლი ხვდება. მას შემდეგ, რაც ძაღლებს ცოლ-ქმრად გამოაცხადებენ, საქორწინო ალბომისთვის ფოტოებს უღებენ.

რასაკვირველია, ქორწინება იურიდიულად არ ფორმდება, არც ენია ოფიციალური რეგისტრატორი, ეს უბრალოდ ღონისძიებაა, სადაც ძაღლებიცა და მათი პატრონებიც შესანიშნავად ერთობიან.

Zooclub


მომზადებულია  dailymail.co.uk-ის მიხედვით.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?