error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/ca10f923a6d4c12b74e99d39ad7ee0ad.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ჯეკა - ერთი საოცარი ძაღლი, რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ...
ჯეკა - ერთი საოცარი ძაღლი, რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ...
დიახ, ისინი საოცრად ერთგულები არიან. ჩემს უბანში წლების წინ ლეკვს მანქანა დაეჯახა. ის მეზობელმა შეიფარა, მოუარა, მოარჩინა და ისე გაუშვა, მაგრამ ეს ძაღლი აღარსად წასულა.

ჯეკა ერქვა, ჩვენს სადარბაზოში დაიწყო ცხოვრება. უსაყვარლესი იყო, ყველა სადარბაზოში მცხოვრები თავისი პატრონი ეგონა, ყველას დაგვყვებოდა ხან მაღაზიაში, ხან სკოლაში, ყველას აცილებდა და ელოდებოდა.

ერთხელ ფეხით სტუმრად წავედი და გამომყვა, 2 საათი სიცივეში იჯდა და მელოდებოდა, რომ გამოვედი გაოცებული დავრჩი, ისევ იქ რომ დამხვდა...

მე ბაღი მაქვს, კორპუსიდან ცოტა მოშორებით და ზაფხულში ყოველდღე ჩავდიოდი ხოლმე
ჩემს ძაღლთან ერთად და ეს ჯეკაც მოგვყვებოდა ხოლმე და იქ თამაშობდნენ ჩემი ცუგა და ჯეკა.
მთელ ზაფხულს იქ ვატარებდით, რამდენიმე წელი რომ გავიდა, ჯეკა დიდი ძაღლი გაიზარდა. რომ შეხედავდი ისეთი თვალები ჰქონდა, გეგონება გისმენს და ფიქრობსო. უფრო ის ქალი უვლიდა და აჭმევდა, ვინც ლეკვობაში გადაარჩინა, მაგრამ ამ ქალმა ბინა გაყიდა და გადავიდა. ეს აშკარად განიცადა ჯეკამ, მაგრამ ვცდილობდი, ჩემგან ეგრძნო ეგ სითბო.

Zooclub

ერთი პერიოდი გვერდით უბანში ვმუშაობდი მაღაზიაში, ღამის თერთმეტ საათზე ვკეტავდი და ჯეკა ზუსტად 11-ზე მაკითხავდა მაღაზიასთან და სახლში მაცილებდა. საოცარი ძაღლი იყო...

ერთი ძუ მოიყვანა სადარბაზოში და ისიც მასთან ცხოვრობდა. აი, სულ ერთად იყვნენ, როგორც ცოლ-ქმარი, ვუყურებდი და ვგიჟდებოდი, დილაობით ერთად თამაშობდნენ ხოლმე. ფანჯრიდან რამდენჯერ დამინახავს, ისე უყვარდათ ერთმანეთი... ეს ჯეკაც დიდი ეჭვიანი ვინმე იყო. არავის უშვებდა თავის ”ცოლთან”, ამ ძუმ ლეკვებიც დაყარა. ერთ-ერთი ზუსტად ჯეკას ორეული გამოვიდა...

პირველად მოუარეს მეზობლებმა ამ ლეკვებს, მაგრამ მეორედ რომ კიდევ დაყარა, მტრები გამოუჩნდა და 112-ში დარეკეს. მოვიდნენ, წაიყვანეს დედა ძაღლი თავის ლეკვებთან ერთად. აშკარად ჯეკას მოშორებაც უნდოდათ უბნიდან, მაგრამ 112-მა მარტო ძუ წაიყვანა.

ჯეკამ ესეც ძალიან განიცადა. ჯერ ის ქალი გადავიდა, ვინც უვლიდა, მერე ”ცოლი” წაართვეს. ბოლოს ჯეკა ძალიან ცუდად გახდა. შარშან ამ დროს... არ ვიცი მოწამლეს, თუ რა დაემართა, მაგრამ ძვალი და ტყავი გახდა, ძლივსღა დადიოდა. ერთი კეთილი ქალი ცდილობდა დახმარებას, მაგრამ ვერ გამოდიოდა მდგომარეობიდან...

ერთხელ ეს ქალი მოვიდა ჩემთან - ჯეკას ვეძებო, არსად ჩანსო. მეც შემეშინდა და ძებნა დავუწყეთ. 112-ში დავრეკეთ, გვითხრეს ჩვენ არ წაგვიყვანიაო. არსად იყო...

2 დღე ვეძებდით და ვიფიქრეთ, რომ წავიდა შორს, რადგან კვდებოდა... 2 დღის მერე გადავწყვიტე, ბაღში ჩავსულიყავი და იცით რა ვნახე? - ჯეკა!

ჯეკა იქ იყო...

იწვა მშვიდად და ეძინა... ეძინა ისე, რომ ვერ ვაღვიძებდი... არ სუნთქავდა, თავისი წითური ბეწვი, თათები, ცხვირი, თვალები, არასდროს დამავიწყდება ის ტკივილი, რაც მაშინ ვიგრძენი გულში.... ეხლაც ცრემლები მომდის ამას რომ გწერთ...

და ეს იყო ის ძაღლი, რომელიც მოკვდა, მაგრამ სიკვდილის შემდეგაც შეძლო ჩვენი გაოცება... ვერ წარმომიდგენია, როგორ მოაფიქრდა, ისე უღონოდ იყო ან გზებზე როგორ გადავიდა... ან ბაღში როგორ შეძლო შეძრომა... ასეთ მდგომარეობაში, როგორ შეეძლო ამდენი ეფიქრა... როგორ დამიმტკიცა თავისი უანგარო სიყვარული... უანგარო იმიტომ, რომ მე არასდროს მიჭმევია, რადგან ჩემს ძაღლს ძლივს ვინახავ. მაგრამ მას მაინც ვუყვარდით და სიკვდილის წინ ჩვენ გავახსენდით და ჩემს ბაღში ჩავიდა...

ეს იყო საოცარი ძაღლი...

მართალია ის, რომ მეტისები ჯიშიანი ძაღლებისგან არ განსხვავდებიან ჭკუით. მათაც შეუძლიათ საოცარი სიყვარულისა და ერთგულების გამოვლენა!

დღეს ჯეკა ჩემს ბაღშია, მე ვთხოვე ჩემებს მოეცათ უფლება იქ დამეტოვებინა, სადაც მან გადაწყვიტა სიკვდილი, ამიტომ ჯეკა ბაღში დავმარხეთ...

და კიდევ - ჩემი ბაღის გვერდით მეზობელს ყავს ის ლეკვი, რომელიც ჯეკას შვილია და როგორც დასაწყისში ვთქვი, ჯეკას ორეულია... ზუსტად მამამისია. ისეთივე ჭკვიანი და თბილი, ისეთივე წითური ბეწვით, უბრალოდ ამას დედისგან გამოყვა და ცოტა ცანცარა და მხიარულია... მაგრამ მაინც მამის ორეულია!

ცხოვრებაში უამრავ ჯიშიან ძაღლთან მქონია ურთიერთობა, ზოგი საშინელი ავი იყო, მაგრამ მაინც შევძელი დამეგობრება. ძალიან ჭკვიანი და ლამაზებიც იყვნენ, მაგრამ ჯეკა სულაც არ იყო ჯიშიანი, ჯეკასნაირ ძაღლს არასდროს შევხვედრილვარ, ის განსაკუთრებული ძაღლი იყო!!!



ავტორი ანა ფოლადაშვილი
ლელა
როგორ მესმის ამ პიროვნების.მეც მყავს ძაღლი ჯიშიანი არარის მაგრამ უჭკვიანესია,უზომოთ მიყვარს ავტოფარეხში მყავს ყოველ საღამოს ვსეირნობთ.უსაზღვროთ ჭკვიანია და რატო არიან უჯიშოები არ ვიცი.ჯიშიანებს სპეციალურად ასწავლიან ლამის სკოლში ატარებენ.ეს ეს ძაღლები (დვარნიაშკები)უჭკვიანესები არიან.სეირნობის მერე ლიფტამდე მაცილებს გარბის ისევა თაის ადგილზე.დძალიან მიყვარს ჩემო ბუჩი.
ლევანი
90-იანი წლების დასაწყისში ჩვენს სამეზობლოსაც შემოგვეკედლა ერთი მეტისი. "მაცნე" დავარქვით. მაშინ ტელევიზიის ახალ ამბებს "მაცნე" ერქვა და ესეც ხომ ახალი ამბავივით გამოგვეცხადა.. ყველა უვლიდა და თვითონაც ძალიან თბილი არსება იყო. მაგრამ, ერთ ჩემს მეგობარ-მეზობელს "მიეწება" განსაკუთრებით. ერთ დღესაც ეს ჩემი მეგობარი უეცრად გარდაიცვალა. იმ დღიდან "მაცნე" აღარავის უნახავს...
giorgi
ჩვენს ეზოში 90 იან წლებში შევიფარეთ ძაღლი მეძებარი რომელსაც ქორა დავარქვით ეს ძაღლი არის ჩემიჩვენი მაშინდელი დროის საუკეტესო მომენტების გახსენება ერტ რამეზე ვწუხვარ რომ სურატი არ მაქვს
თამრიკო
ვიტირე...მე მგონი თქვენს ბაღში იმითომ ჩავიდა, რომ იქ ყველაზე უსაფრთხოდ და ალბათ ოდესღაც ბედნიერად გრძნობდა თავს
თინათინ ნიქაბაძე
ცრემლებით დავამთავრე პოსტი, მეტისები ძალიან ჭკვიანები არიან, მე სულ შემეძლო მყოლოდა ძალიან დახვეწილი და ძალიან მოდური :) ჯიშის ძაღლი, მაგრამ ყოველთვის მეტისებს ვარჩევ, სამწუხაროდ საზოგადოების რაღაც გაურკვეველი წარმოადგენლობა ძალიან ცუდად ექცევა მათ... ქუჩიდან აყვანილი 2 მეტის გვყავს, უჭკვიანესი ბიჭები, ისინი ჩემს ოჯახს უდიდეს სითბოს, მართლაც უანგარო სიყვარულს და ხალისს ჩუქნიან. გ ა ი ხ ა რ ე თ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?