გაიცანით ჰამლეტი - გოჭი, რომელმაც ჩემი სიცოცხლე იხსნა! (+ფოტო)
გაიცანით ჰამლეტი - გოჭი, რომელმაც ჩემი სიცოცხლე იხსნა! (+ფოტო)
ხშირად მეკითხებიან, ცხოველებიდან ყველაზე მეტად რატომ მიყვარს გოჭი. კოლეჯში სწავლის პერიოდში ეპილეფსიის დიაგნოზი დამისვეს. ქორწინებიდან ერთი კვირის შემდეგ შეტევების რიცხვი დღეში 1-2-დან 8-10-მდე გაიზარდა. ყოველდღიური ცხოვრება ჩემთვის ევერესტზე ასვლას დაემსგავსა. ქმარს ჩემთვის კომპანიონის მოძებნა სურდა, მაგრამ მას ალერგია აქვს კატებსა და ძაღლებზე.

მე ვანახე ვიდეო მინი-გოჭზე, რომელიც ძაღლს ეთამაშებოდა და გადაწყვეტილებაც მიღებულ იქნა. ჰამლეტი ჩემს სახლში გაჩნდა სწორედ იმ დროს, როდესაც სიტუაცია უკვე უიმედო მეგონა. ის არასოდეს მტოვებდა მარტოს ჩემს ყველაზე საშინელ დღეებში და ყოველთვის მზად იყო ჩემთან ეთამაშა. იგი არის
მიზეზი, რის გამოც ფოტოგრაფობა დავიწყე. ყველა ჩვენი სულელური თავგადასავლის აღბეჭდვა და მისი საოცარი ინდივიდუალურობის ჩვენება
მინდოდა.

ჰამლეტმა გადამარჩინა. ჩემი ეპილეფსია მასწავლიდა, თუ როგორი იყო არასრულფასოვანი ცხოვრება. ჰამლეტი კი მასწავლიდა, რომ სიცოცხლე მიუხედავად თავისი სიმყიფისა საოცარი საჩუქარია. იმედი მაქვს, რომ ჰამლეტის ფოტოები იმდენ სიხარულს, ღიმილსა და სიყვარულს მოგიტანთ, რამდენიც მას ჩემთვის მოჰქონდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?