ძაღლებს შეუძლიათ ეპილეფსიური შეტევა ყნოსვით წინასწარ ამოიცნონ
ძაღლებს შეუძლიათ ეპილეფსიური შეტევა ყნოსვით წინასწარ ამოიცნონ
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანების საუკეთესო მეგობრები ეპილეფსიური შეტევის წინმსწრებ მდგომარეობას სუნთქვით ან ოფლით გრძნობენ. ძაღლს უნარი აქვს, წინასწარ გააფრთხილოს პატრონი ან მისი ოჯახის წევრები, სანამ ეპილეფსიური შეტევა დაიწყება.

მორიგმა კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლებს არა ერთი დაავადების წინასწარ განსაზღვრა შეუძლიათ.

სპეციალისტებმა ექსპერიმენტის საშუალებით გამოავლინეს, რომ ჩვენი ოთხფეხა ბინადარი ეპილეფსიურ შეტევას წინასწარ გრძნობს და ცხოველს ამის ამოცნობა ადამიანის სუნთქვით ან მისი ოფლით შეუძლია. ცდის ფარგლებში, გაწვრთნილ ძაღლებს საშუალება ჰქონდათ, დაეყნოსათ სხვადასხვა ნიმუში. შედეგად, ისინი 100% სიზუსტით ცნობდნენ ეპილეფსიით დაავადებული ადამიანის კუთვნილ ნივთს.

ცნობილია, რომ ეპილეფსიის
შეტევა ადამიანის სიკვდილის რისკს სამჯერ ზრდის, ასევე, ამ დაავადების მქონე პაციენტებში, აუხსნელი, უეცარი სიკვდილის რისკი
მაღალია. კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი მუშაობის შედეგები სპეციალისტებს ტესტის შემუშავების საშუალებას მისცემს. ეს ტესტი პაციენტს დაეხმარება, ეპილეფსიურ შეტევას გაცილებით მომზადებული შეხვდეს: გულყრის თავიდან ასაცილებლად დალიოს სპეციალური მედიკამენტი ან უზრუნველყოს გარემო უსაფრთხოება, რათა შეტევისას მან დაზიანებები არ მიიღოს.

კვლევა ჩატარდა ფრანგი სპეციალისტების მიერ, რომლებიც ცხოველისა და ადამიანის ეტიოლოგიის (მოძღვრება დაავადების წარმომშობი მიზეზებისა და პირობების შესახებ - ამა თუ იმ დაავადების გამომწვევი მიზეზები) კვლევით ცენტრში მუშაობენ.

ასევე იხილეთ:

ფსიქოლოგების დასკვნით, კატების სიყვარული ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშანია

ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს: ცხოველები ხვდებიან, როდესაც ჩვენ თანაგრძნობა გვჭირდება

სპეციალისტების დასკვნით, თუ პატრონი ნერვიულია, შესაძლოა, მისი კატაც ნერვიული იყოს


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?