ის მუდმივად პატრონის სიცოცხლეს იცავს... ემოციური ვიდეო, თუ როგორ ეხმარება ძაღლი გოგონას ეპილეფსიური შეტევის დროს
2012 წელს ჯეინმა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, საშინელი თავის ტრავმა გადაიტანა. შედეგად, მას ხშირად ემართება ეპილეფსიური შეტევები.

შეტევის დროს გოგონა კარგავს გონებას და კრუნჩხვა ემართება. მისთვის ეს განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან განმეორებითი ტრავმა შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს.

მიუხედავად ამისა, ჯეინი უსაფრთხოდაა, რადგან მის გვერდით ყოველთვის სპეციალურად მომზადებული ძაღლი, სახელად კოლტია. კრუნჩხვის დროს, ძაღლი მირბის მასთან და თავის ქვეშ უწვება. შინაური ცხოველი ამგვარად  გოგონას თავის დარტყმისგან იცავს.

Zooclub

რამდენიმე ხნის წინ, ჯეინმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აჩვენა, თუ როგორ იცავს მას კოლტი ეპილეფსიური შეტევის დროს.

ეს
არ არის რეალური კადრები, უბრალოდ პატრონს სურდა, ადამიანებისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ ეხმარება ამ დროს ძაღლი.

"კოლტი ყოველთვის ჩემს გვერდითაა. როდესაც შეტევა მეწყება, ის მთელი ძალებით ცდილობს დახმარებას. იგი ხშირად მაკვირდება და ჩემს მდგომარეობას ამოწმებს. კოლტმა არაერთხელ გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე", - ამბობს ჯეინი.

Zooclub

ძაღლმა სპეციალური მომზადება გაიარა. ამიტომ მან ზუსტად იცის, თუ როგორ მოიქცეს კრიტიკული სიტუაციის დროს. ცხოველი ტრავმას ვერ მიიღებს, თუ ყველაფერს სწორად აკეთებს. 

ასევე იხილეთ:

ძაღლი ცდილობს ხელი შეუშალოს აუტიზმით დაავადებულ ქალს, რათა საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოს

აკრძალვის მიუხედავად, უცხო ადამიანი დამხმარე ძაღლს მოეფერა. ამ ჟესტმა კინაღამ გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა…

დამხმარე ძაღლმა პატრონი გულის შეტევისგან იხსნა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?