აკრძალვის მიუხედავად, უცხო ადამიანი დამხმარე ძაღლს მოეფერა. ამ ჟესტმა კინაღამ გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა…
აკრძალვის მიუხედავად, უცხო ადამიანი დამხმარე ძაღლს მოეფერა. ამ ჟესტმა კინაღამ გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა…
ბევრს სმენია უსინათლო ადამიანების დამხმარე გამყოლი ძაღლის შესახებ. ევროპისა და ამერიკის ზოგ ქვეყანაში ისინი დღეს საკმაოდ პოპულარულები არიან. სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ეხმარებიან ადამიანებს, თან დაჰყვებიან. იქ, სადაც მიღებულია ასეთი პრაქტიკა ქვეყნის კანონების თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენს ქირურგიული განყოფილება, ზოგი რელიგიური ობიექტები და გარკვეული ფედერალური შენობები - იქ შესვლა ნებისმიერი ცხოველისთვის აკრძალულია.

Zooclub

როდესაც ქუჩაში საყვარელ ძაღლს ვხედავთ, მაშინვე გვიჩნდება მასთან თამაშის, მოფერების სურვილი. გამყოლი ძაღლების შემთხვევაში ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია. ნებისმიერ მოძრაობას, რომელმაც შეიძლება ოთხფეხა მეგობარს ყურადღება გაუფანტოს, მისი პატრონისთვის შეიძლება ძალიან ცუდი
შედეგი მოყვეს.

Zooclub

ჰეილი ეშმორის გამყოლ დამხმარე ძაღლს ფლინი ჰქვია. ოდესღაც იგი კოლეჯის მხარდამჭერ გოგონათა ჯგუფში
იყო, უკრავდა ჩელოზე, სტუდენტური პარლამენტის წევრი და ასევე კლასის უფროსი იყო. ახლა მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და გაკვეთილებს მხოლოდ პერიოდულად მეცადინეობს.

Zooclub

ჰეილი ფლინს ჯერ კიდევ ლეკვობიდან იცნობდა.
“ყოველდღიური სწავლების 2 წელი და ათასი დოლარი დასჭირდა იმისთვის, რომ ფლინი დამხმარე ძაღლი გამხდარიყო. მას ყველგან შეუძლია ჩემთან ერთად შემოსვლა, გარდა ზოგ სამედიცინო დაწესებულებასა და ეკლესიაში”, - ჰყვება ჰეილის დედა.

ჰეილი და ფლინი ფაქტობრივად ერთად გაიზარდნენ და საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

გოგონას აღმოაჩნდა უამრავი დაავადება: ეპილეფსია, ელერსის სინდრომი - დანლოსი, ასთმა, რამოდენიმე ტიპის ალერგია და ჰიპოგლიკემიური სინდრომი.

ფლინი მხოლოდ მეგობარი არაა. მას შეუძლია იგრძნოს, თუ როდის დაემართება ჰეილის ეპილეფსიური შეტევა და დროზე შეატყობინოს ეს ამბავი მშობლებს, დაუძახოს მათ.

ერთხელ გოგონამ თავის დამხმარე ძაღლთან ერთად მამას სამსახურში მიაკითხა. ერთ-ერთი თანამშრომელი იმდენად აღფრთოვანებული იყო ამ ფუმფულა არსებით, რომ თავი ვერ შეიკავა და გაეთამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ფლინს ეცვა სპეციალური ჟილეტი, რომელზეც უზარმაზარი ასოებით აწერია “Stop”.

იმ მომენტში, როდესაც ასეთი ცხოველი სხვა რამით კავდება, მის პატრონს შეიძლება შეტევა დაემართოს, ან საფრთხეში აღმოჩნდეს. აი, რატომ არ შეიძლება მათი ყურადღების გადატანა სხვა რამეზე. სრულიად უწყინარი თამაშის გამო, ყველაფერი შეიძლება ფატალურად დამთავრდეს.

სამწუხაროდ, სწორედ ეს შეემთხვა ჰეილის. მისი ერთგული თანამგზავრი ფლინტი გაერთო თანამშრომელთან თამაშით, გოგონას კი ამ დროს ეპილეფსიური შეტევა დაეწყო. ის იატაკზე გადავარდა და მრავალი დაზიანება მიიღო.

Zooclub

ამ ფაქტის მერე ჰეილიმ Instagram -ის საშუალებით საზოგადოებას შემდეგი შეტყობინებით მიმართა: “ჩემი დამხმარე ძაღლი - ჩემი სიცოცხლეა. არა იმიტომ, რომ ის უსაყვარლესია. იგი მე მეხმარება სიცოცხლის შენარჩუნებაში. როდესაც მას ყურადღებას უფანტავენ, თქვენ ხედავთ, რაც შეიძლება მოხდეს. არასოდეს დაუძახოთ დამხმარე ძაღლებს. არ ეთამაშოთ მათ. არ ესაუბროთ. გთხოვთ, არ გაუფანტოთ მათ ყურადღება. ასწავლეთ ეს თქვენს შვილებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გმადლობთ”.

Zooclub

ჰეილის უნდა, რომ მას მოუსმინონ და მსგავსი შეცდომა არასოდეს შეემთხვას არც მას და არც ამ პრობლემის მქონე სხვა ადამიანებს.

Zooclub

თუ უეცრად ძალიან მოგესურვებათ ქუჩაში დამხმარე ძაღლს მოეფეროთ, გახსოვდეთ: მას ამისთვის არ აქვს დრო! ასეთი ძაღლები ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს ასრულებენ და ყოველთვის ყურადღებით უნდა იყვნენ. ზოგ ადამიანს თქვენი უყურადღებობა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

Zooclub




Zooclub

Zooclub
liza
აეროპორტში მინახია გაწვრთნილი ძაღლები აწერიათ არ მომეფეროთ მე ვმუშაობ. რა საყვარლები არიან
ექიმი
ელერს-დანლოსის სინდრომია და არა რომელიმე ცალკ-ცალკე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?