"ვერ წარმომიდგენია, რა მომივიდოდა ნეოს გარეშე - მან მე გადამარჩინა...."
"ვერ წარმომიდგენია, რა მომივიდოდა ნეოს გარეშე - მან მე გადამარჩინა...."
"2 წლის წინ ჩემს სახლში ეს პატარა მშიშარა გაჩნდა. ჯერ მხოლოდ 4 თვის სიცოცხლის მანძილზე ნეოს ეტყობოდა, რომ ადამიანებისგან ბევრი ავი ნახა. გადაიტანა ბევრი დაცინვა და სიკვდილის პირას იყო, როდესაც ის სახლში წამოვიყვანე, იმდენად შეშინებული იყო, რომ ოთახში ჩემს ყოველ შემოსვლაზე შიშისგან შარდი ეპარებოდა.

Zooclub

მრავალი თვე დაჭირდა ჩვენ შორის დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ვცდილობდი, ნეოსთან დროის მაქსიმუმი გამეტარებინა. შეძლებისდაგვარად ყველგან თან დამყავდა.

Zooclub

და აი, 2 წლის შემდეგ მან სამაგიერო გადამიხადა.

ერთ საღამოს გადავწყვიტე გემრიელი კერძის მომზადება. მოვამზადე მასალა, ჩავაწყე ქვაბში და
ცეცხლზე შევდგი, ტელევიზორი ჩავრთე და... ჩამეძინა...

4 საათის შემდეგ ძლივს შევძელი გაღვიძება. ნეო უცნაურად იქცეოდა,
ხელზე მკბენდა, სახეს მილოკავდა და ყველანაირად ცდილობდა გონზე მოვეყვანე.

ამ დროისთვის ქვაბი უკვე იწვოდა. ბოლი მთელ ოთახში გავრცელდა. როგოც ჩანს, მისი შესუნთქვის გამო ვეღარ ვიღვიძებდი. კატამ თავს უშველა და ფანჯრიდან გადახტა. ნეო კი დაუღლელად ცდილობდა ჩემს გაღვიძებას.

ძნელია იმის თქმა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ის რომ არ ყოფილიყო. მე მისი მადლიერი ვარ,  ცრემლებამდე მადლიერი."

Zooclub
nini
*კატამ თავს უშველა და ფანჯრიდან გადახტა* - :D:D:D
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?