error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/9ba4638d6bb4b80d09ee83d1506c8990.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
სასტიკი ძიძა ძაღლმა ამხილა: "ბავშვს ნამდვილ ურჩხულთან ვტოვებდით" (+ვიდეო)
სასტიკი ძიძა ძაღლმა ამხილა: "ბავშვს ნამდვილ ურჩხულთან ვტოვებდით" (+ვიდეო)
ძაღლი რომ ადამიანის საუკეთესო მეგობარია, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. 22 წლის ძიძამ, სახელად ალექსის ჰანმა, ჩარლსტონის სასამართლოში,  თავდასხმასა და ცემაში თავი დამნაშავედ სცნო.


ეს ქალი ბენჯამინ და ჰოუპ ჯორდანებმა 7 თვის შვილის, ფინის ძიძად შარშან აიყვანეს. როგორც ახლა ჰყვებიან, გასაუბრებაზე ჰანმა თავი ისე წარადგინა, რომ მშობლებს არც მის კომპეტენციაში შეჰპარვიათ ეჭვი და არც მის ბავშვებისადმი სიყვარულში.


ალექსისის მუშაობიდან 5 თვის გასვლის შემდეგ, ცოლ-ქმარმა შენიშნა, რომ მათი ძაღლი ბავშვის დაცვას და დამალვასაც კი ცდილობდა, როცა ჰანი მიდიოდა. "ძალიან აგრესიული იყო ჰანთან მიმართებაში და რამდენჯერმე მისი
დაბმაც კი მოგვიწია, რომ არ დაეკბინა", - ჰყვება ჰოუპი.

ცხოველის ასეთი უცნაური ქცევა რომ აეხსნათ,
მშობლებმა გადაწყვიტეს, ძიძისთვის თვალყური ედევნებინათ. ჰოუპის ინიციატივით, დივნის ქვეშ ტელეფონი დამალეს, რათა ჩაეწერათ, რა ხდებოდა სახლში მათი არყოფნის დროს. როდესაც ცოლ-ქმარი შინ დაბრუნდა და ჩანაწერს მოუსმინა, შოკში ჩავარდა.

"ყველაფერი დაიწყო ჩხუბითა და ლანძღვით. მერე სილის გაწნის ხმა გავიგეთ, ამას მოჰყვა ჩვენი პატარის ტირილი, რომელიც თანდათან საშინელ ქვითინში გადაიზარდა... მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ გავიგეთ, რომ ბავშვს ნამდვილ ურჩხულთან ვტოვებდით", - ამბობენ ჯორდანები.

პოლიციამ ალექსისი დააპატიმრა და მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. ახლა ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ასევე, დასჯის სახით, მას შეიყვანენ სოციალურ რეესტრში არსებულ სიაში, სადაც ბავშვებთან სასტიკ მოპყრობაში მხილებულნი ჰყავთ აღრიცხულნი. ამიერიდან, ის ვერასოდეს იმუშავებს ძიძად.

"ძაღლს რომ არ ენიშნებინა, რა ხდებოდა სახლში, ეს ქალი ალბათ მოკლავდა კიდეც ჩვენს შვილს", - ამბობს ოჯახის უფროსი.

იხილეთ ვიდეო
magnolia
ეხლა ნუ პროფესორობთ, ძიძა უნდა შეარჩიოთ ნორმალურად და სახლში უნდა გქონდეთ კამერები, რაც შეეხება იმას რომ ბავშვი დედა უნდა გაზარდოს, ეს ყველამ ვიცით, ისიც ვიცით, რომ მამას უნდა ჰქონდეს იმხელა ხელფასი რომ დედამ თვეების ბავშვი სახლში არ დატოვოს და სამსახურშI არ გავიდეს , რაც შეეხება ბებიებს , არ უნდა გყავდეტ საზღვარგარეთ გადახვეწილები სხვების მოსამსახურეებად
ლია
რას ამბობთ, ხალხო, 7 თვის ბავშვის გაწყრომა , ან ცემა?
ელე
დედის ნაცემი შვილები არ გინახიათ?ბევრი მინახავს საკუთარ შვილებს ყურადღებას როარ აქცევს და ცემს ხელს რო უშლიან ხოლმე,თუნდაც კომპიუტერთან ჯდომაში.ბავშვს შეიძლება კიდეც გაუწყრე და უსაყვედურო მთავარია სითბო და სიყვარული არ მოაკლო რაც უფრო დასაფიქრებელია დღეს
ნინო
ადვილია იმის თქმა, რომ შვილი დედამ უნდა გაზარდოს. იმ შვილის გასაზრდელად და სასწავლებლად რომ ფულია საჭირო ეგ არაფერი ხო? დაუნიშნონ მაშინ მცირეწლოვანი ბავშვების დედებს პენსია, დარწმუნებული ვარ ბევრს სამსახურში ყოფნას შვილთან ყოფნა ურჩევნია
სოფია
სასამართლოში ჩივილი კიარა, ჩემ შვილს რომ ვინმე ასე მოექცეს ცოცხლად გავატყავებ. სასამართლომ რა გააკეთა - დიდიდიდი 1-დან 3 წლამდე მიუსაჯოს პატიმრობა და მერე ჩვეულებრივად გაარძელებს თავის დამპალ არსებობას ეს ნაგავი გოგო. ძიძად არ იმუშავებს რა, სხვა ნებისმიერ სამსახურში სანდო და მისაყვანია ეგ? ასეთი გარეწარი სიცოცხლეს არ იმსახურებს საერთოდ! მაგას ისე დავასახიჩრებდი, რომ ადამიანად აღარ ივარგებდა, თუმცა ისედაც არაადამიანია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?