სასტიკი ძიძა ძაღლმა ამხილა: "ბავშვს ნამდვილ ურჩხულთან ვტოვებდით" (+ვიდეო)
სასტიკი ძიძა ძაღლმა ამხილა: "ბავშვს ნამდვილ ურჩხულთან ვტოვებდით" (+ვიდეო)
ძაღლი რომ ადამიანის საუკეთესო მეგობარია, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. 22 წლის ძიძამ, სახელად ალექსის ჰანმა, ჩარლსტონის სასამართლოში,  თავდასხმასა და ცემაში თავი დამნაშავედ სცნო.


ეს ქალი ბენჯამინ და ჰოუპ ჯორდანებმა 7 თვის შვილის, ფინის ძიძად შარშან აიყვანეს. როგორც ახლა ჰყვებიან, გასაუბრებაზე ჰანმა თავი ისე წარადგინა, რომ მშობლებს არც მის კომპეტენციაში შეჰპარვიათ ეჭვი და არც მის ბავშვებისადმი სიყვარულში.


ალექსისის მუშაობიდან 5 თვის გასვლის შემდეგ, ცოლ-ქმარმა შენიშნა, რომ მათი ძაღლი ბავშვის დაცვას და დამალვასაც კი ცდილობდა, როცა ჰანი მიდიოდა. "ძალიან აგრესიული იყო ჰანთან მიმართებაში და რამდენჯერმე მისი
დაბმაც კი მოგვიწია, რომ არ დაეკბინა", - ჰყვება ჰოუპი.

ცხოველის ასეთი უცნაური ქცევა რომ აეხსნათ,
მშობლებმა გადაწყვიტეს, ძიძისთვის თვალყური ედევნებინათ. ჰოუპის ინიციატივით, დივნის ქვეშ ტელეფონი დამალეს, რათა ჩაეწერათ, რა ხდებოდა სახლში მათი არყოფნის დროს. როდესაც ცოლ-ქმარი შინ დაბრუნდა და ჩანაწერს მოუსმინა, შოკში ჩავარდა.

"ყველაფერი დაიწყო ჩხუბითა და ლანძღვით. მერე სილის გაწნის ხმა გავიგეთ, ამას მოჰყვა ჩვენი პატარის ტირილი, რომელიც თანდათან საშინელ ქვითინში გადაიზარდა... მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ გავიგეთ, რომ ბავშვს ნამდვილ ურჩხულთან ვტოვებდით", - ამბობენ ჯორდანები.

პოლიციამ ალექსისი დააპატიმრა და მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. ახლა ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ასევე, დასჯის სახით, მას შეიყვანენ სოციალურ რეესტრში არსებულ სიაში, სადაც ბავშვებთან სასტიკ მოპყრობაში მხილებულნი ჰყავთ აღრიცხულნი. ამიერიდან, ის ვერასოდეს იმუშავებს ძიძად.

"ძაღლს რომ არ ენიშნებინა, რა ხდებოდა სახლში, ეს ქალი ალბათ მოკლავდა კიდეც ჩვენს შვილს", - ამბობს ოჯახის უფროსი.

იხილეთ ვიდეო
ნია
თუ ვერც ბებიასთან ვტოვებ და უმუშევრობა შიმშილობას ნიშნავს ჩვენთვის მაშინ? უწმინდესი არ ამბობს, სახლში სიხედითო. სახლში სხედან და ბავშვს ყურადღებას არ აქცევენ... რაც შეეხება ძიძას - დაფარული კამერა უნდა დაუყენო ეგრევე, ან ტელეფონი დამალო, როგორც ამ ხალხმა გააკეთა. ჩემს მეზობელს ჰყავს ისეთი ძიძა, ბებია მეგონა თავიდან. თბილი, ალერსიანი და თან ბავშვი საკმაოდ რთულია. საღამოს სახლში მისული დედა კი მთლიანად ბავშვს უთმობს ყურადღებას. ასე რომ სხვისი განსჯა ადვილია, თუ მსგავსი სიტუაცია არ გაქვს...
ნათია
სამსახურში გავედი და ჩემი შვილი დედამთილს დავუტოვე 8თვის იყო ჩემი შვილი, რომ არ დაეტოვებინა დედამთილს ბავშს ძიძასთან არ დავტოვებდი!!! მე ვფიქრობ შვილი დედამ უნდა გაზარდოს მაგრამ თავს ზემოთ ძალა რომ არ არის ბებიამ დაიტოვოს მაშინ თუ არა და მაშინ სხვა საქმე მოიფიქრო უნდა ოღონდ არვიცი რა :(.
nia
იმიტომაც ამბობს პატრიარქი შვილი დედამ უნდა გაზარდოსო..თუ არადა ბებოს ან ვინმე ახლობელს მიანც მიაბარეთ,რომ იმათი სითბო მაინც გაჰყვეთ მთელი ცხოვრება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?