"ვერ წარმომიდგენია, რა მომივიდოდა ნეოს გარეშე - მან მე გადამარჩინა...."
"ვერ წარმომიდგენია, რა მომივიდოდა ნეოს გარეშე - მან მე გადამარჩინა...."
"2 წლის წინ ჩემს სახლში ეს პატარა მშიშარა გაჩნდა. ჯერ მხოლოდ 4 თვის სიცოცხლის მანძილზე ნეოს ეტყობოდა, რომ ადამიანებისგან ბევრი ავი ნახა. გადაიტანა ბევრი დაცინვა და სიკვდილის პირას იყო, როდესაც ის სახლში წამოვიყვანე, იმდენად შეშინებული იყო, რომ ოთახში ჩემს ყოველ შემოსვლაზე შიშისგან შარდი ეპარებოდა.

Zooclub

მრავალი თვე დაჭირდა ჩვენ შორის დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ვცდილობდი, ნეოსთან დროის მაქსიმუმი გამეტარებინა. შეძლებისდაგვარად ყველგან თან დამყავდა.

Zooclub

და აი, 2 წლის შემდეგ მან სამაგიერო გადამიხადა.

ერთ საღამოს გადავწყვიტე გემრიელი კერძის მომზადება. მოვამზადე მასალა, ჩავაწყე ქვაბში და
ცეცხლზე შევდგი, ტელევიზორი ჩავრთე და... ჩამეძინა...

4 საათის შემდეგ ძლივს შევძელი გაღვიძება. ნეო უცნაურად იქცეოდა,
ხელზე მკბენდა, სახეს მილოკავდა და ყველანაირად ცდილობდა გონზე მოვეყვანე.

ამ დროისთვის ქვაბი უკვე იწვოდა. ბოლი მთელ ოთახში გავრცელდა. როგოც ჩანს, მისი შესუნთქვის გამო ვეღარ ვიღვიძებდი. კატამ თავს უშველა და ფანჯრიდან გადახტა. ნეო კი დაუღლელად ცდილობდა ჩემს გაღვიძებას.

ძნელია იმის თქმა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ის რომ არ ყოფილიყო. მე მისი მადლიერი ვარ,  ცრემლებამდე მადლიერი."

Zooclub
დკ
გაიხარეთ და იბედნიერეთ. ასეთი კეთილი საქმე ათასწილად დაგბრუნებოდეთ.
ნათი
ოთხი წლის წინ მომიკვდა ჩემი ლოლო და დღემდე საშინლად განვიცდი... (:
Irma
Rogor sheidzleba es gonieri arsebebi ar giyvardes?
ირინა
პატრონებს ძაღლები ძალიან რომ უყვარდათ მეცინებოდა ეხლა მე მყავს ციმბირული ჰასკი ჯერ 3 თვისაა ძალიან საყვარელი და გონიერი არსებაა ახლობლებს მასზე რომ ვესაუბრები ეხლა მე დამცინიან
nona uriadmyopeli
გაუმარჯოს კეტილ ადამიანებს ვინც ზრუნავს უსუსურ დაჰაგრულ ცხოველებზე გმერტი ფარავდეს ყველას რომ მეტი სიკეტე იყოს ქვეყნად.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?