როგორც გაირკვა, ძაღლს სულაც არ მართავდა შიმშილი.
როდესაც ოფიცერი სახლში დაბრუნდა, ძაღლი იმავე ადგილას ნახა. ოღონდ ამ შემთხვევაში, მას პირით რაღაც ეჭირა.
![ძაღლი უბრალოდ არ იქექებოდა სანაგვეზე - მან სიცოცხლე გადაარჩინა... Zooclub](/images/stories/0-1-ianvari-17/dzaglma-lekvi-ipoves-1.jpg)
მამაკაცი ძაღლს მიუახლოვდა. მან ჯერ იფიქრა, რომ ძაღლმა მკვდარი კნუტი იპოვა, მაგრამ ნაპოვნი ბევრად სასიხარულო აღმოჩნდა.
ძაღლმა გადაარჩინა ლეკვი, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ცოცხალი ვიღაცამ სასიკვდილოდ ნაგავში გადააგდო.
![ძაღლი უბრალოდ არ იქექებოდა სანაგვეზე - მან სიცოცხლე გადაარჩინა... Zooclub](/images/stories/0-1-ianvari-17/dzaglma-lekvi-ipoves-2.jpg)
ლეკვის გადამრჩენელმა წკმუტუნი დაიწყო, როდესაც ლეკვი გამოართვეს. ოფიცერი ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციის
”მან ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ლეკვი გადაარჩინა”, - წერს გმირ ძაღლზე როდრიგესი ინტერნეტში.
![ძაღლი უბრალოდ არ იქექებოდა სანაგვეზე - მან სიცოცხლე გადაარჩინა... Zooclub](/images/stories/0-1-ianvari-17/dzaglma-lekvi-ipoves-3.jpg)
მაგრამ გადარჩენილ პატარას ჯერ კიდევ სჭირდებოდა დახმარება, რადგან მას რძის გარდა არაფრის ჭამა შეეძლო.
როდრიგესმა ფეისბუქზე ითხოვა, რომ გამოხმაურებოდა ვინმე, ვისაც ლეკვებიანი დედა ძაღლი ჰყავდა.
![ძაღლი უბრალოდ არ იქექებოდა სანაგვეზე - მან სიცოცხლე გადაარჩინა... Zooclub](/images/stories/0-1-ianvari-17/dzaglma-lekvi-ipoves-4.jpg)
სწორედ ასე შეხვდა პაწია თავის ახალ დედობილს.
”ერთმა ძაღლმა ნაგავში ლეკვი იპოვა, მეორე ძაღლი მისი დედა გახდა”, - წერს როდრიგესი, - ”რა შესანიშნავია!"
![ძაღლი უბრალოდ არ იქექებოდა სანაგვეზე - მან სიცოცხლე გადაარჩინა... Zooclub](/images/stories/0-1-ianvari-17/dzaglma-lekvi-ipoves-5.jpg)