ცნობისმოყვარე ვეშაპები ზღვაში მოცურავე ქალს მიუახლოვდნენ (+ვიდეო)
ახალი ზელანდიის აღმოსავლეთ ნაწილში, მერკურის ყურეში მდებარე ნახევარკუნძულზე, დრონის დახმარებით, გადაიღეს ვეშაპების ოჯახი, რომელიც 60 წლის მოცურავეს კომპანიონობას უწევს. ქალს თავიდან ეგონა, რომ მის გარშემო დელფინები გადაადგილდებოდნენ.

ქალს ეჭვი, რომ მის სიახლოვეს ვეშაპი-მკვლელები ცურავდნენ, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც წყლის ცხოველის სხეულზე თეთრი ლაქა შენიშნა. მოცურავე ნაპირისკენ სწრაფად წავიდა. ქალის თქმით, მისი შავი "ჰიდროკოსტუმი" ვეშაპებს შესაძლოა სელაპში შეშლოდათ და თავს დასხმოდნენ.

ყოველი შემთხვევისთვის, ვიდეოდან ჩანს, რომ გიგანტი არსებები მოცურავის მიმართ მეგობრულად იყვენენ განწყობილნი, ხოლო როდესაც თავიანთი ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილეს, წყლის სიღრმისკენ გაუჩინარდნენ. 

დრონის
საშუალებით გადაღებული ვიდეო, მართლაც, შთამბეჭდავი გამოვიდა.

ასევე იხილეთ:

ზღვის ლომი მყვინთავს მიუახლოვდა და აკოცა

"ის
ნამდვილად იღიმის"... გოგონამ დელფინი უცნაური ილეთებით გაამხიარულა


მეთევზემ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ბადეში გახვეული ვეშაპი გაათავისუფლა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?