პირველი ქვეყანა, სადაც დელფინარიუმები აკრძალეს
პირველი ქვეყანა, სადაც დელფინარიუმები აკრძალეს
დელფინს უყვარს თავისუფლება, მეგობრებთან თამაში, ისინი ხომ ადამიანებთანაც მეგობრობენ. რთულია ასეთი ინტელექტუალი არსებისთვის, როგორიც დელფინია, შეასრულოს ყოველდღიური ვარჯიშები შოუსთვის, რომლისთვისაც სპეციალური მწვრთნელები ამზადებენ.

ინდოეთი - პირველი ქვეყანა, სადაც დელფინარიუმები აიკრძალა. ინდოეთის მთავრობამ დელფინებს მიანიჭა სტატუსი: "პიროვნება, რომელიც ადამიანების რიგს არ მიეკუთვნება."
სწორედ ინდოეთი გახდა ის პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა დელფინის უნიკალური ინტელექტი. გადაწყვეტილება  გარემოს დაცვის სამინისტრომ მიიღო.

კანონში ასევე აღნიშნულია, რომ იკრძალება ყოველგვარი ღონისძიება იმ დელფინების მონაწილეობით, რომლებიც იმყოფებიან დელფინარიუმებში, აკვარიუმებში და ა.შ.

სამინისტროს გადაწყეტილებით, დელფინებს უნდა ჰქონდეთ თავისი განსაკუთრებული უფლებები.
ბოლო კვლევებმა დაადასტურა, რომ ყველა დელფინს ისევე, როგორც ადამიანს, თავისი სახელი აქვს და ისინი ერთმანეთს
სახელებით მიმართავენ. დელფინებს უნიკალური მეხსიერებაც აქვთ - ისინი იმახსოვრებენ "ძველი მეგობრების" ისეთ სახელებსაც, რომლებიც თუნდაც მხოლოდ ერთხელ, 20 წლის წინ გაუგონიათ. 

დელფინები ერთ წლამდე თავად ირჩევენ საკუთარ სახელებს, რომლებიც შედგება რთული ხმიანობისგან - სიგნალისგან. იმ დღიდან სხვა დელფინებიც მას ამ სახელით (სიგნალით) მიმართავენ და ამგვარად ურთიერთობენ ისინი ერთმანეთთან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დელფინები რთულ გრამატიკულ ბგერებს იყენებენ კომუნიკაციისთვის. მათ ადამიანების მსგავსად, ურთიერთობისთვის აქვთ თავიანთი სასაუბრო ენა.

ასევე იხილეთ:

მექსიკის პარლამენტმა გარეულ ცხოველთა მონაწილეობა საცირკო წარმოდგენებზე აკრძალა

ძაღლების ყოლა და მათი ქუჩაში გასეირნება გამათრახებით დაისჯება

მრავალწლიანი მონობის შემდეგ, ცირკიდან ორი ლომი გაანთავისუფლეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?