აკვარიუმის "მშვიდი" თევზები
აკვარიუმის "მშვიდი" თევზები

სახლში თევზების ყოლა - ეს უპირველესად ჰარმონიაა თქვენს ოჯახში. თუ თქვენ გადაწყვეტთ სახლში აკვარიუმის კუთხის მოწყობას, მათი თვალყურის დევნებისას დაგეუფლებათ შვიდი და დადებითი განწყობა. ამიტომაც სასურველია, რომ თქვენს აკვარიუმში მოათავსოთ "მშვიდობისმოყვარე" თევზები, რომლებიც ერთმანეთს ზიანს არ მიაყენებენ.

ხშირ შემთხვევაში დამწყები აკვარიუმის თევზების მოყვარულები არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა სახის თევზები მოათავსონ ერთად.

ქვევით ჩამოთვლილია ყველაზე მშვიდი თევზიების სახობათა არასრული სია.

ქარაციდიუმი (Characidae) - ტროპიკული და ეკვატორის წყლების ყველაზე გავრცელებული სახეობაა. აქვს ღია შეფერილობა.აკვარეუმში მოშენებისასას ის არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.
მას უამრავი სახეობა ჰყავს, მათ შორის მტაცებელი თევზი
- პირანია. ამ ჯგუფის თევზების  ხასიათს განასხვავებს ზედა ფარფლის ფორმა. გაგაცნობთ რამდენიმე ქვესახეობას.

პრისტელა (Pristella
maxilaris) - მშვიდი თევზია, მოგრძო ტანით, ცოტა მაღალი, ამოწეული  ზურგით. იგი საინტერესო შეფერილობისაა. მისი სხეული გამჭვირვალე-მოვერცხლისფროა და მომწვანო-ყავისფერი გადაჰკრავს. სხეულის წინა მხარეს და ფარფლებზე მწვანე ლაქები აქვს. მისი კუდი სტაფილოსფერია. სიგრძით 3-5 სმ-მდე იზრდება, მამალი პრისტელა არის უფრო მოზრდილი, ვიდრე დედალი. უმჯობესია ამ ჯიშის თევზები გყავდეთ ჯგუფურად, 7-15 ერთად. მათთვის კომფორტულია თუ აკვარიუმში 20-26 გრადუსამდე ტემპერატურაა. მიუხედავად იმისა, რომ აკვარიუმში აუცილებელია იყოს მცენარეები, მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ პრისტელას სახეობის თევზს სჭირდება საცურაო სივრცე, ამიტომაც ნუ გადატვირთავთ მცენარეებით აკვარიუმს.
ამ სახეობის თევზის კვება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, საკმარისია მხოლოდ ის, რომ მარცვლები იყოს ისეთი, რომ თევზს არ გაუჭირდეს საკვების გადაყლაპვა.

Zooclub

თევზი ნეონი - პატარა, ღია შეფერილობის სახეობაა. იზრდება 3-5 სმ-მდე. ნეონის ქვესახეობები ჯგუფდება შეფერილობის მიხედვით: ჩვეულებრივი, წითელი, შავი და ცისფერი. ამ თევზმა სახელწოდება ნათელი შეფერილობის გამო მიიღო, ის ნეონივით გამჭვირვალეა და რაც უფრო უფერულია აკვარიუმში გრუნტი, მით უფრო მკვეთრია ნეონის ფერები.
აკვარიუმის წყლის ტეპერატურა  დამოკიდებულია, თუ  რა სახეობისა  და  რა ფერის არის ესა თუ ის თევზი ნეონი. მაგ: ჩვეულებრივი ნეონი საჭიროებს 21-25 გრადუსამდე ტემპერატურას.  პატარა ზომის გამო არ არის რეკომენდებული დიდი ზომის საკვები მარცვლების ჩაყრა აკვარიუმში,რადგან ის შეიძლება დაიხრჩოს. ამასთანავე ნეონი ვერ შეიგძნობს საკვების დოზას, ამიტომ თქვენ უნდა განსაზღვროთ მისი რაოდენობა. ამ მხრივ უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან.

Zooclub

ტეტრა- ამ სახეობის თევზები ჯგუფებად ცხოვრობენ. თითოეული მათგანი 3-5 სმ-მდე  იზრდება. მისი ქვესახეობები შეფერილობისა და ფორმის მიხედვით იყოფა: სპილენძის, ოქროს, ბრილიანტის, ლიმონისფერი, შავი და ა.შ. ამ სახეობის მამალ თევზებს უფრო ღია ფერები აქვთ, ვიდრე დედალს. ტეტრა მშვიდად არის მხოლოდ თავის ჯგუფში. სხვა თევზებთან შეიძლება მან იჩხუბოს, მათ შორის ერჩის დიდ თევზებსაც.
ამ სახეობის თევზისთვის აკვარიუმში რეკომენდებულია იყოს 22-26  ტემპერატურის წყალი, რომელიც მოითხოვს სისტემატიურ ფილტრაციასა და სუფთა წყალს.

Zooclub

დანიო (Danio) - ბინადრობს სამხრეთ აზიის წყლებში. მცირე ზომის, მოგრძო ტანისა და ღია შეფერილობის თევზია. დანიო არ გამოირჩევა აგრესულობით. ამ თევზის აკვარიუმის სახეობებია: მალაბარის დანიო,  ზებრისებრი დანიო, დანიო-რერიო  და სხვ. ყველა ამ სახეობას ერთნაირი ცხოვრების სტილი და ქცევები აქვთ. მათ შორის ყველაზე პოპულარული სახეობაა დანიო-რერიო. მისი სიგძე 8 სმ-ს აღწევს. ძირითადი ფერი მოვერცხლისფროა- ღია ლურჯი და ყვითელი ზოლებით. დედალ დანიოს მუცელი შედარებით დიდი (გამობურცული) აქვს , ვიდრე მამალს. ზოლები კუდზეც უგრძელდება, მაგრამ კუდის ბოლო სტაფილოსფერი შეფერილობის აქვს, ხოლო ზედა ფარფლის ბოლოში მოყვითალო ლაქა აქვს.
დანიო ადვილი მოსავლელია, ის არ არის პრეტენზიული თევზი. რეკომენდებულია 21-25 გრადუსამდე ტემპერარტურის წყალში გყავდეთ. ასევე სასურველია, მისთვის განკუთვნილ აკვარიუმში იყოს ბევრი წყალმცენარე, მაგრამ  აუცილებელია სივრცეც, რომ თევზმა თავისუფლად იცურაოს.

Zooclub

ეს მცირე ჩამონათვალია, იმ  თევზებისა, რომლებიც აგრესიით არ გამოირჩევიან. ამ ჩამონათვალს ბევრი სხვა სახეობაც ემატება მაგ: გუპი, გურამი, კუდმახვილა, ოქროს თევზი და ა.შ. ეს ის თევზებია, რომლებიც  განაპირობებენ თქვენს სიმშვიდეს და განტვირთვას სახლის პირობებში.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?