აკვარიუმის დიდი თევზების სახეობები
აკვარიუმის დიდი თევზების სახეობები

აკვარიუმის თევზები ლამაზი და მრავალფეროვანია. ისინი შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომისა და შეფერილობის. როდესაც აკეთებთ აკვარიუმის კუთხეს, ძალიან მნიშვნელოვანი,ა სწორად შეარჩიოთ თევზები, მათი სიდიდის (თავსებადობის) და ჯიშის მიხედვით.

რომელი აკვარიუმის თევზები ითვლებიან ყველაზე დიდ თევზებად?


რივულატუსი აკარა

Zooclub
რივულატუსი აკარა (Andinoacara rivulatus) - დიდი აკვარიუმის თევზია. მისი სიგრძე შეიძლება იყოს 18-20 სმ-მდე. აკარას აქვს არც თუ ისე ღია შეფერილობა. მისი ვიზუალი მონაცრისფრო- მწვანე ფერებშია, დაჰკრავს მკრთალი ფირუზისფერიც. ამ თევზს შეუძლია პატრონი გაარჩიოს სხვა ადამიანებისგან, მეტიც, მას მოფერების ნებასაც კი რთავს. რივულატუსი აკარა მშიშარა
თევზია, ზოგ შემთხვევებში ცნობისმოყვარეც. ადამიანის დანახვისთანავე ის უახლოვდება აკვარიუმის მინას და თვალს ადევნებს მას. მათთვის
კომფორტულია ჯგუფურად ან წყვილად ცხოვრება. იმის მიხედვით რა ზომის არის ის, ისიაზღვრება სივრცე, სადაც თევზი ბინადრობს. აკვარიუმის სიდიდე დამოკიდებულია თევზების რაოდენობაზეც.

ციხლიდისებრი სევერიუმი

Zooclub

ციხლიდისებრი სევერიუმი(Cichlasoma severum) მშვიდი თევზია. მან შეიძლება აგრესია სხვა თევზების მიმართ მხოლოდ გამრავლების პერიოდში გამოხატოს. ამ თევზს აქვს ფართო გვერდები და სიგრძით 20 სმ-მდე აღწევს. ციხლიდისებრი სევერიუმი სხვადასხვა შეფერილობისაა. დაცურავს ფსკერზე, ან აკვარიუმის შუაში. მისი მოვლის სპეციფიკა სხვა დიდი თევზების მოვლის წესისგან არ განსხვავდება.

ბრილიანტისებრი ციხლიდი

Zooclub
ბრილიანტისებრი, ანუ მარგალიტისებრი ციხლიდი (Cichlasoma cyanoguttatum) კიდევ ერთი წარმომადგენელია ციხლიდისებრთა სახეობის თევზებში. მათი შეფერილობა გარდამავალია ცისფერიდან ნაცრისფერში, ხანაც - ყავისფერში. ეს თევზი იცვლის ფერს, ფერის ცვლილება დამოკიდებულია მის განწყობასა და გარემო პირობებზე. მთელს სხეულზე განლაგებული აქვს სადაფისფერი ლაქები. გამრავლების პერიოდში ბრილიანტისფერი ციხლიდი შავ-თეთრი შეფერილობის ხდება. მისი სიგრძე 23 სმ-მდე აღწევს. მას ესაჭიროება დაახლოებით 150-200 ლიტრამდე სიდიდის აკვარიუმი.

ბიოცელატუმი

Zooclub
ბიოცელატუმი (Nandopsis octofasciatum) არის აქტიური და აგრესიული ჯიშის თევზი. ეს თევზი ემტერება პატარა თევზებს და დიდ თევზებთან ხშირად ჩხუბობს. ის ხშირად აზიანებს წყლის მცენარებსაც, ამიტომ ამ თევზისთვის განკუთვნილ აკვარიუმში უმჯობესია გაამრავლოთ შედარებით ხისტი მცენარეები. მათი აგრესიის შესამცირებლად რეკომენდირებულია კავარიუმში მოათავსოთ თავისივე ჯიშის თავზები. ბიოცელატუმის ჯიშის თევზისთვის საჭიროა 100-დან 200 ლიტრამდე აკვარიუმი, ასევე უმჯობესია, კვებოთ ის ცხოველური საკვებით.

ოსკარ ასტრონატუსი

Zooclub
ოსკარ ასტრონატუსი (Astronotus ocellatus) პრეტენზიულ და ცოტა მშიშარა თევზია. კომფორტულ სივრცეში ის შეიძლება 40 სმ-მდე გაიზარდოს, მაგრამ აკვარიუმში ეს თევზი 25-30 სმ-ზე მეტი არ იზრდება. მათი მოთავსება რეკომენდებულია რამდენიმე, იგივე სახეობის თევზთან ერთად, მაგრამ არა სხვა ჯიშის თევზებთან ერთად. აკვარიუმის სიდიდე დამოკიდებულია თევზების რაოდენობაზე, მაგრამ 100-150 ლიტრზე ნაკლებ აკვარიუმში ისინი დიდი ხანი ვერ ცოცხლობენ.

პირანია

Zooclub
პირანია ერთ-ერთი დიდი თევზია, რომელიც აკვარიუმის პირობებში ყავთ. ეს ეგზოტიკური თევზი სილამაზით არ გამოირჩევა, თუმცა ეს სახეობა მტაცებელი თევზების მოყვარულებში დიდ ინტერესს იწვევს. პირანიას სხეულის სიგრძე 50 სმ-მდე აღწევს. ის პრეტენზიული თევზების რიცხვს განეკუთვნება. მისთვის მხოლოდ სივრცე არ არის საკმარისი, აუცილებელია ყოველ კვირა წყლის გამოცვლა. პირანიის ყოლის შემთხვევაში სისტემატიურად უნდა ფილტროთ წყალი და უზრუნველყოთ ჟანგბადით, მიაქციეთ ყურადღება გამრავლებას (რაოდენობას), არ არის რეკომენდებული ბევრის ერთად ყოლა.

ბოცია კლოუნი

Zooclub
ბოცია კლოუნი (Botia macracanthus) საინტერესო და აქტიური თევზია. მას ორიგინალური შეფერილობა აქვს. ტანის სიგძე 30 სმ-მდე აღწევს, თუმცა პატარა აკვარიუმში 30 სმ-საც ვერ აღწევს. ეს თევზი განსაკუთებულია იმითაც, რომ მას მოსწონს ზურგზე ან გვერდულად "წოლა". დამწყებ აკვარიუმის თევზების მოყვარულებს ბოციას ასეთი მოქმედება ხშირად აშინებთ და შეიძლება ხელითაც შეეხონ, მაგრამ ნუ დააფრთხობთ თევზებს, ისინი ასე "ისვენებენ", მეორეც - მათ აქვთ კბილანები, რომლებმაც ადამიანს შეიძლება ზიანი მიაყენოს. მათი ყოლა აკვარიუმში შეიძლება იმავე ჯიშის ბინადრებთან ერთად, ან სხვა,  საშუალო აქტივობის თევზებთან ერთად.

ზებრისებრი ტილაპია (ციხლიდისებრი)

Zooclub
ზებრისებრი ტილაპია (Tilapia buttikoferi) აგრესიული თევზია, რომელიც უმჯობესია იყოლიოთ წყვილად. ზრდასთან ერთად მისი ხასიათი უფრო აგრესიული ხდება. მას არ შეუძლია სხვა თევზებთან ერთად არსებობა, ან ზომით პატარა აკვარიუმში ყოფნა - ის დიდი სივრცის მოყვარული თევზია. ამასთანავე ტილაპია ქექავს გრუნტს და ემტერება წყლის მცენარეებს. ზებრისებრი ტილაპია 30 სმ-მდე იზრდება. ამ სახეობის წყვილ თევზს ესაჭიროება200 ლიტრის ტევადობის აკვარიუმი.

პტერიგოპლიტი

Zooclub
პტერიგოპლიტი (Pterygoplichthys gibbiceps) 5 წლის ასაკში ამთავრებს ზრდას. სწორად მოვლის შემთხვევაში აკვარიუმის პირობებში 15 წლამდე ცოცხლობს და ზრდასრულ ასაკში მისი სხეულის სიგრძე 50-60 სმ-მდე აღწევს. 200 ლიტრზე მცირე ტევადობის აკვარიუმში მისი ყოლა არ არის რეკომენდებული. ამ სახეობის თევზისთვის საჭიროა აკვარიუმში სამალავები გაუკეთოთ, რადგან ისინი ვერ იტანენ დღის სინათლეს.

დიდი ზომის თევზები რეკომენდებულია იყოლიოთ 100-200 ლიტრიან, ან უფრო მეტი ტევადობის აკვარიუმში, მისი ზომა უნდა შეარჩიოთ ისე, რომ თევზმა შეძლოს თავისუფლად მოძრაობა. აკვარიუმის დიდი თევზები ძალიან ალამაზებენ სახლის ინტერიერს.

(Cichlasoma cyanoguttatum)
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?