სიამური კატის მეტისი
სიამური კატის მეტისი
სიამური კატები, როგორც სახლის ცხოველები, დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობენ არა მხოლოდ ლამაზად შეფერილი ბეწვის, მისი კონტრასტული ცისფერი თვალების გამოც, რაც პატრონრბს ხიბლავთ. ეს მახასიათებელი სიამური კატის სხვა ჯიშებთან მეტიზაციის შემდეგაც ხშირად შენარჩუნებულია.

მოკლე დახასიათება

სხეულის ფორმები შედარებით მრგვალი აქვს
ჩასკვნილი აღნაგობისაა
სიამურთან შედარებით მუქი ბეწვი აქვს
ნაკლებად გამოკვეთილი კოლორპოინტია 

ისტორია

სიამური კატის პოპულარობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მომშენებლებმა ბევრჯერ სცადეს მათი მსგავსი მშვენიერი გარეგნობის მქონე სხვა ჯიშების გამოყვანა. ერთ-ერთი პირველი 1920-იან წლებში შექმნილი ჰიმალაიური კატა იყო, რომელიც სინამდვილეში სპარსული
გრძელბეწვიანი კატის კოლორპოინტია. შედარებით ახლახან მომშენებლებმა სიამურის გამოყენებით ბრიტანული მოკლებეწვიანი კოლორპოინტის გამოყვანა ჩაიფიქრეს, რაც წარმატებით
განახორციელეს. თანამედროვე სიამური კატის მეტისებს, როგორც წესი, სახის კუთხოვანი ფორმები დაკარგული აქვთ და უფრო ძველ, ტრადიციულ სიამურს ჰგვანან, რომელსაც ეპლჰედი (ვაშლთავა) ეწოდება. ამ მეტისების პოპულარობა მათი ღირსებების გამო განუწყვეტლივ იზრდება.

ხასიათი

წმინდა ჯიშის სიამურთან შედარებით, მისი მეტისები ზომიერი ტემპერამენტით გამოირჩევიან _ უფრო მშვიდები არიან და ცოცვა სახლშიც და გარეთაც ნაკლებად იზიდავთ, სამაგიეროდ, ისეთივე ალერსიანები არიან და პატრონებს ძალიან ეჩვევიან. მოკლებეწვიან მეტისებს მინიმალური მოვლა სჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით კარგად განვითარებული თივთიკი აქვთ. ეს უკანასკნელი ნამდვილ სიამურებში გაცილებით სუსტად არის გამოხატული, რის გამოც ბეწვი უფრო სრიალა და გლუვი აქვთ.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?