ბრიტანული მოკლებეწვიანის ნაჯვარი
ბრიტანული მოკლებეწვიანის ნაჯვარი
უჯიშო კატების შეწყვილებისას იშვიათად იბადებიან მათგან გარეგნულად და ტემპერამენტით შესამჩნევად განსხვავებული კატები.
პირველი თაობა ამ მხრივ ხშირად ძალიან ჰგავს მშობლებს, რასაც ქვემოთ მოყვანილი კატა ნათლად ადასტურებს.




მოკლე დახასიათება

გამოირჩევა ინდივიდუალური ექსტერიერით
ბრიტანული მოკლებეწვიანის ძლიერი გავლენა ეტყობა
მოსიყვარულეა
ადვილად მოსავლელი ბეწვი აქვს

ისტორია

ბრიტანული მოკლებეწვიანი, როგორც ჯიში, XIX საუკუნის დიდ ბრიტანეთში, ვიქტორიანულ ეპოქაში, ქუჩაში ნაპოვნი ჩვეულებრივი კატისგან გამოიყვანეს. დღეს ისინი მნიშვნელოვნად დიდი ზომის, ჩასკვნილი კატები არიან, მაგრამ მათში ჯერაც ძლიერია თავდაპირველი გენოფონდის გავლენა, რაც, სავარაუდოდ, ყველაზე ნათლად მის ტემპერ
ამენტში ვლინდება – ამ მხრივ ბრიტანული მოკლებეწვიანი (ევროპულ და ამერიკულ მოკლებეწვიანებთან ერთად) ყველაზე მეტად უახლოვდება ჩვეულებრივ მოხეტიალე კატებს,
ვიდრე სხვა რომელიმე ჯიში. ეს მოკლებეწვიანი ჯიშები კარგი მეგობრები არიან, არც დიდ ყურადღებას ითხოვენ და არც ხშირად კნავიან. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანული მოკლებეწვიანისა და უჯიშო კატის შეჯვარებით დაბადებულ კნუტებს ძალიან განსხვავებული ხასიათი არ ექნებათ.

უჯიშო შეწყვილებები

ასევე შესაძლებელია ცნობილი ჯიშის კატების ისეთ ჯიშიან კატებთან შეწყვილება, რომელთაც ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნიათ. საქმე ის არის, რომ ყველა მომშენებელი არ აძლევს ამ ინფორმაციას მასთან კნუტის შესარჩევად მისულ ადამიანებს, რომელთაც სურთ, რომ სახლში საყვარელი ცხოველი ჰყავდეთ. ამ გზით მომშენებელი ახალ პატრონებს კატის მოშენების საშუალებას არ აძლევს, რადგან იგი საგამოფენო სტანდარტს არ შეესაბამება, მაგალითად, არასათანადო შეფერილობა აქვს. სამაგიეროდ, ასეთი კატებისგან შესანიშნავი კომპანიონები გამოდიან; თანაც მათი შეძენა საგამოფენო ინდივიდებთან შედარებით გაცილებით იაფად შეიძლება. თან, მხოლოდ გამოცდილი თვალი თუ შენიშნავს, ესა თუ ის კნუტი გამოფენებზე გასაყვანად რატომ არ გამოდგება.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?