კატის ჯიში- ნაპოლეონი
კატის ჯიში- ნაპოლეონი

ერთ-ერთი ყველაზე ახალგამოყვანილი ჯიში _ ნაპოლეონი მოკლეფეხება მანჩკინისა და სპარსული გრძელბეწვიანი კატის მიზანმიმართული მეტიზაციის შედეგად გაჩნდა. ახალ ჯიშზე ამ უკანასკნელის გავლენას ნათლად ადასტურებს როგორც ბეწვის სიგრძე, ისე ტემპერამენტი.


მოკლე დახასიათება

თავისებური გარეგნობა აქვს
ჯერჯერობით არ არსებობს ჯიშის სტანდარტი
ბეწვის შეფერილობათა ფართო სპექტრით გამოირჩევა
მიმზიდველი კომპანიონია

ისტორია

მოკლებეწვიანი მანჩკინის გაჩენამ გარკვეულწილად შეცვალა წმინდა ჯიშის კატების მოშენების გზები. ეს განსაკუთრებით შეინიშნება მის სამშობლოში _ ჩრდილოეთ ამერიკაში. თვითონ ნაპოლეონის გამოყვანა 1995 წელს დაიწყო, როდესაც მისი მოშენება განიზრახა ბასეტ ჰაუნდების – მოკლეფეხებიანი ძაღლების ერთ-ერთმა
სელექციონერმა. მან ამ მოკლეფეხება კატებისთვის აირჩია შესაფერისი სახელიც –
ნაპოლეონი (როგორც ცნობილია, საფრანგეთის სახელგანთქმული იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტე ძალიან დაბალი იყო). ტემპერამენტის თვალსაზრისით, ნაპოლეონს ორივე მშობლისგან მეგობრული ხასიათი გამოჰყვა. ისინი მშვიდი ცხოველები არიან და ადამიანთა საზოგადოებაში თავს კარგად გრძნობენ.

ექსტერიერი

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნაპოლეონი კატის შედარებით ახალი ჯიშია, ამიტომ უკვე დამკვიდრებული ჯიშის კატებთან შედარებით მისი ინდივიდების გარეგნობა გაცილებით მრავალფეროვანი და არაერთგვაროვანია. მომშენებლები ცდილობენ, რომ ნაპოლეონს ჰქონდეს სპარსულ კატასავით მომრგვალო სახე, მაგრამ არა ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი ცხვირი და ძალიან გრძელი ბეწვი.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?