შავ-თეთრი ბიკოლორი
შავ-თეთრი ბიკოლორი
უჯიშო კატების გარეგნობა საოცრად მრავალფეროვანი და განუმეორებელია, რაც ამ ცხოველებს მიმზიდველობას მატებს.
ისინი, როგორც წესი, ძალიან მეგობრული და მომთმენი კომპანიონები არიან, თუმცა თითოეულ მათგანს ინდივიდუალური ხასიათი და მიდრეკილებები აქვს.





მოკლე დახასიათება

განუმეორებელი გარეგნობა აქვს
ზომის სტანდარტი დადგენილი არ არის
კეთილგანწყობილი და ხალისიანი კატაა
ბეწვი ადვილი მოსავლელია

ისტორია

უჯიშო კატებს ყოველთვის მოხერხებული და გონიერი ცხოველების სახელი ჰქონდათ. ეს თვისებები მათ გადარჩენისთვის ბრძოლაში შეიძინეს. საკვების მოსაძიებლად ისინი ხშირად იცვლიან სახლებს, ადამიანებს თავს აცოდებენ, თითქოს მიტოვებულები იყვნენ, სინამდვილეში კი საზრდოს დათრევა სურთ. უნდა
გვახსოვდეს, რომ მიტოვებული კატა ველურ ბუნებაში გადასარჩენად საჭირო მონადირულ ჩვევებს უფრო გაიხსენებს. დიდი ქალაქების უმრავლესობაში
ამიტომაც არსებობს გაველურებული კატის პოპულაციები. ისინი თავისუფლად ცხოვრობენ, ნადირობენ და ნარჩენებში იქექებიან, მაგრამ შეძლებისამებრ ერიდებიან ადამიანებთან ურთიერთობას. ასეთ გარემოში დაბადებული კნუტების მოშინაურება თითქმის შეუძლებელია.

ექსტერიერი

უჯიშო კატის პოპულაციებში გავრცელებულია ბიკოლორები, იშვიათია სოლიდები, რადგან ისინი, როგორც წესი, გამოყვანილია სელექციური მოშენების შედეგად. ბიკოლორებში ბეწვის სხვადასხვა ფერის უბნების განაწილება რაიმე წესს არ ექვემდებარება – ზოგიერთი ინდივიდი გამორჩეულად არის შეფერილი, ხოლო სხვები ძირითადად თეთრები არიან და აქა-იქ ეტყობათ სხვა ფერის ლაქები. ასეთ კატებს, როგორც წესი, თეთრი ნიშანი აქვთ, რომელიც თვალებს შორის იწყება, ყბებისკენ ფართოვდება და გულმკერდზე გადადის.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?