თურქული ვანი
თურქული ვანი
ეს განსაკუთრებული ჯიშის კატები თურქეთში, ვანის ტბის მიდამოებში ცხოვრობენ და, რაც ყველაზე საოცარია, ზოგჯერ ტბაში გასაგრილებლადაც ბანაობენ.
ეს ჯიში რეგიონში 1955 წელს სტუმრად ჩასულმა ორმა ინგლისელმა ტურისტმა აღმოაჩინა.

მოკლე დახასიათება

საოცარი ისტორია აქვს
უყვარს წყალი
მოსწონს ბეწვის მოვლა-ვარცხნა
ბეწვი გამოირჩევა თავისებური ნახატით
ისტორია

ტურისტებმა ამ კატების წყვილის დიდ ბრიტანეთში ჩაყვანა მოახერხეს, მაგრამ იქ ჯიშის აღიარება გაჭიანურდა. ეს მხოლოდ 1982 წელს, აშშ-ში მათი პირველად ჩაყვანის შემდეგ მოხდა. თურქული ვანის გარეგნობა საცხოვრებელი გარემოს თავისებურებებმა განაპირობა (ზაფხულობით მწველმა სიცხემ და ზამთრობით სასტიკმა სიცივემ).
ამიტომ ამ კატებს ზამთარში ძალიან ხშირი და სქელი, ზოგან კი განსაკუთრებით გრძელი ბეწვი ეზრდებათ, რომელიც
გაზაფხულზე სცვივათ. ამ სეზონზე თურქული ვანი თავისი ერთშრიანი ბეწვით დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი მოკლებეწვიანი ჯიშებისგან. სხეულის ერთადერთი ნაწილი, რომელზეც ბალანს მთელი წლის განმავლობაში სიგრძე არ აკლდება, კუდია.

ვანის ბეწვის ნახატი

ბეწვის ტრადიციული ნახატია წითური ტაბი თეთრით, როგორიც ამ სურათზე ჩანს, მაგრამ ბოლო დროს მათ სამშობლოში უპირატესობას ქათქათა თეთრს ანიჭებენ. სტანდარტით დაშვებულია ნახატი მხოლოდ თავსა და კუდზე და რამდენიმე პატარა ფერადი ლაქა ტანზე. ტიპურია ცერის ანაბეჭდის მსგავსი ფერადი უბანი მარცხენა მხარზე. თვალების ფერი შეიძლება ცისფერი ან ქარვისფერი იყოს ან ორივე ერთად. თურქული ვანის შემთხვევაში ცისფერთვალა ინდივიდებს თანდაყოლილი სიყრუე არ აქვთ. ბოლო დროს გამოჩნდა ცნობები მწვანეთვალებიანი თურქული ვანის შესახებ, რასაც მომშენებლები არ იწონებენ.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?