მენქსი
მენქსი
მენქსი კატების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯიშია მსოფლიოში, თუმცა მრავალრიცხოვანი არ არის.
ამ კატებმა სახელი გაითქვეს, როგორც უაღრესად გონიერმა ცხოველებმა და შესანიშნავმა კომპანიონებმა, რომლებთან ერთ ჭერქვეშაც ადამიანები სიხარულით ცხოვრობენ.
მოკლე დახასიათება

უკუდო ჯიშია
დიდი ზომისაა
ძალიან მეგობრული ცხოველია
გარემოს ადვილად ეგუება

ისტორია

მენქსის ზუსტი წარმოშობა საიდუმლოებით არის მოცული, მაგრამ ერთი რამ უდავოა _ ის დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე მენის კუნძულზე განვითარდა. ვარაუდობენ, რომ მენქსის წინაპრები იმ კატებისგან გაჩნდნენ, რომლებიც 1588 წელს, უძლეველი არმადას ბრძოლის შემდეგ, ჩაძირული ესპანური გალიონიდან გაიქცნენ და
კუნძულს მიაღწიეს. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ უკუდო ინდივიდები ადგილობრივი კატების მცირერიცხოვან პოპულაციაში გაჩნდნენ, როგორც ბუნებრივი
ინბრიდინგის შედეგი. ამ ჯიშს ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი წარმატებით გამოჰყავდათ კატების ადრეულ გამოფენებზე XIX საუკუნის ბოლოს. სტანდარტით დაშვებულია ამ ჯიშის მარტოოდენ უკუდო ინდივიდები.

ჯიშის მახასიათებლები

კიმრული კატის მსგავსად, სამი ძირითადი ტიპის გვხვდება: უკუდო (რამპი), მოკლეკუდა (სტამპი) და ნორმალურკუდიანი (ლონგი) მენქსები. სტანდარტით დაშვებულია ძირითადად ბრიტანული მოკლებეწვიანისთვის დამახასიათებელი ფერები. საკმაოდ გავრცელებულია ნახატიანი ბეწვის მქონე ფორმები, განსაკუთრებით ტაბი თეთრით. თანამედროვე მენქსს მრგვალი სახე და ჩასკვნილი ტანი აქვს, წარსულში უფრო გრძელი და გამხდარი კატა იყო. ისინი შესანიშნავად ეწყობიან ძაღლებს და მათთან ერთად მშვიდად ცხოვრობენ. ცნობილია მენქსი, რომელიც ძაღლების გამოფენაზე 1920-იან წლებში ბულდოგთან ერთად გამოდიოდა.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?