მათ თავდაპირველად ინგლისში წაბლისფრ-ყავისფერ უცხოურ კატას უწოდებდნენ, ჩრდილოეთ ამერიკაში კი ჰავანა ბრაუნის სახელით გახდა ცნობილი.
მოკლე დახასიათება
მიმზიდველი ყავისფერი შეფერილობა აქვს
გამოირჩევა გლუვი ბეწვით
ემოციური ბუნებისაა
კარგად აქვს განვითარებული ვიბრისები
ისტორია
კატების პირველ გამოფენებში მწვანეთვალებიანი სოლიდი და ცისფერთვალა კოლორპოინტი სიამური კატები მონაწილეობდნენ. მაგრამ 1920-იან წლებში პირველმა ჯგუფმა მოწონება ვერ დაიმსახურა და მას შემდეგ გამოფენებზე აღარ გაუყვანიათ. ასეთი კატები გადაშენდნენ. 1950-იანი წლების დასაწყისში ინგლისელი მომშენებლების ჯგუფმა
ხასიათი
ჰავანა ბრაუნი ხალისიანია; თხელ თათებს ზოგჯერ ხელებივით იყენებს, შეუძლია ნივთები გადააბრუნოს, საკვები დაიჭიროს და ნელ-ნელა ჭამოს, რადგან ერთ ჯერზე გადაყლაპვას ვერ ახერხებს და სხვ. ჰავანა ბრაუნის დღევანდელი გარეგნობა ნათლად მიანიშნებს რუსული ცისფერი კატის გავლენაზე – ეს მან გადასცა ბაცი შეფერილობის განმსაზღვრელი გენი (ცისფერი, კატების გენეტიკის თანახმად, შავის ბაცი ვარიანტია). ამგვარი მეტიზაციის შედეგად ჰავანა ბრაუნის ნაყარში ზოგჯერ გვხვდებიან ლილისფერი (შოკოლადისფრის ბაცი ვარიანტი) კნუტები.