კატის ჯიში ბომბეი
კატის ჯიში ბომბეი
ბურმასგან განვითარებული კიდევ ერთი ჯიშია ბომბეი, რომლის საოცრად ლამაზი და მბზინავი შავი ბეწვის ფონზე იკვეთება მისი სპილენძისფერი, ზოგჯერ კი მწვანე თვალები.
ჯიშს ინდოეთის ერთ-ერთი ქალაქის სახელი _ ბომბეი ეწოდა. დღეს მას მუმბაის სახელით იცნობენ.



მოკლე დახასიათება

პატარა შავი პანტერაა
ადვილად მოსავლელი ბეწვი აქვს
საკვების მიმართ წუნია არ არის
მოსწონს ძაღლებთან ერთად ცხოვრება

ისტორია

ახლა არსებობს ბომბეის ორი სახესხვაობა. თავდაპირველი ამერიკული ხაზი 1958 წელს კენტუკის შტატში გამოიყვანა სელექციონერმა ნიკი ჰორნერმა, რომელიც მინიატურული შავი პანტერის გარეგნობის კატების შექმნას ცდილობ
და. ამისთვის ამერიკული მოკლებეწვიანი და ბურმა შეაჯვარა. სხვა გზით წავიდნენ ინგლისელი მომშენებლები, რომელთაც იმავე მიზნისთვის ადგილობრივი მოკლებეწვიანი კატის ჯიში
გამოიყენეს. ორივე ხაზის ბომბეის ნაყარში ჩნდებიან მოშავო-ყავისფერი კნუტები, რაც ამ ჯიშის გამოყვანაში ბურმას მონაწილეობას ადასტურებს. ბომბეის მოკლე ბეწვის ტექსტურა ფაქტურა ძალიან თავისებურია _ სრიალა ატლასს ჰგავს და ტანზე ბრწყინავს. ბალანი თავიდან ბოლომდე თანაბრადაა შეღებილი.

მოვლა

ბომბეის, როგორც წესი, მშვენიერი მადა აქვს, ამიტომ ადვილად სუქდება, რაც მის მოხდენილ სილუეტს აუშნოებს და ჯანმრთელობას აზიანებს. მის შესანიშნავ ბეწვს ცოტა მოვლა სჭირდება, ხშირად საკმარისია ხელის რამდენჯერმე გადასმა, რომ უკეთ გამოიყურებოდეს. კნუტებს მისი სიგრძე და ტექსტურა ერთი წლის ასაკამდე არ ეცვლებათ, შემდეგ თითქმის მთლიანად სცვივათ და კუპრივით შავი ბეწვი ამოსდით. ბომბეი კარგად ეგუება ძაღლებს, მაგრამ შეიძლება კატებს ვერ შეეწყოს.

ტეგები
nino
შავი კნუტი მინდა არავის არ გყავტ რომ გაასაჩუქროდ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?