ჩიტო
ჩიტო
ეს ბოლო დროს გამოყვანილი კიდევ ერთი ჯიშია, რომელიც ნაწილობრივ ბენგალიდან შეიქმნა.
მომშენებელთა მიზანი შინაური კატის შექმნა იყო, რომელსაც გარეგნობაც და მოძრაობებიც ავაზის
(Acinonyx jubatus) მსგავსი ექნებოდა.

მოკლე დახასიათება

გარეგნულად გარეულ კატას ჰგავს
სხვადასხვა შეფერილობის ინდივიდები არსებობენ
ამჟამად მრავალ ქვეყანაში გამოჰყავთ
მეგობრული ბუნებისაა

ისტორია

ჩიტო XXI საუკუნის დასაწყისში ბენგალისა და ნამდვილი შინაური ჯიშის _ ოციქეთის შეჯვარების შედეგად გაჩნდა. გულმოდგინე სელექციით მიიიღეს ბენგალის მსგავსი კატა, ლაქებიანი ნახატით და ოციქეთისთვის დამახასიათებელი მაღალი ფეხებით, რაც ამ უკანასკნელს თავისი წინაპარი სიამური კატისგან მემკვიდრეობით გამოჰყვა. ახალი
ჯიში _ ჩიტო საოცრად დიდი და წინაპარ ჯიშებზე შესამჩნევად მძიმეა. ხვადები 6.8-10.4 კგ-ს იწონიან, ძუები
– 6.8-ს. ამ მოქნილ, ათლეტური აღნაგობის კატებს თავისებური მოძრაობის მანერა აქვთ –გარეული კატებივით მიპარვით დადიან. საოცრად რბილი და ხავერდოვანი მოკლე ბეწვი აქვთ. მიუხედავად ავაზის გარეგნობისა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ძალიან მეგობრულები არიან.

ფერები

მომშენებლები აღიარებენ შემდეგ შეფერილობებს : მურას ან შავლაქებიან სიენას, ასეთივე ოქროსფერს (შედარებით ღია ფერის ფონი, რომელზეც ნახატი უფრო იკვეთება), შავლაქებიან კვამლისფერსა და ასეთივე ვერცხლისფერს (ამ შემთხვევაში კონტრასტი ღია ფონსა და ნახატს შორის მეტია), ასევე თეთრ ოქროსფერლაქებიან ტაბი კოლორპოინტს, რომლის სხეული თოვლივით თეთრია და ზედ ოქროსფერი ლაქები და როზეტებია გაბნეული, პერიფერიული ნაწილები კი უფრო მუქია. ამ ჯიშის კატას კუდზე შავი ბეწვის განივი ზოლები აქვს.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?