ტოიგერი
ტოიგერი
ამ ჯიშის გამოყვანის მიზანი იყო მინიატურული ვეფხვის მსგავსი კატის შექმნა, რომელსაც გვერდებზე ზოლიანი ნახატი ექნებოდა.
ტოიგერი ჯერაც ჩამოუყალიბებელი, მაგრამ იმდენად უჩვეულო და მშვენიერი ჯიშია, რომ აუცილებლად მოიპოვებს საერთაშორისო პოპულარობას.
მოკლე დახასიათება

ვეფხვივით ზოლებიანი ბეწვი აქვს
ალერსიანი კატაა
ულამაზესი გარეგნობით გამოირჩევა
გამოყვანილია შინაური კატის ხაზებიდან

ისტორია

ტოიგერი პირველად გამოიყვანა ჯინ მილმა, რომელმაც მანამდე ბენგალი შექმნა. 1980-იან წლებში მან შესაფერისი კატის შერჩევა იმ ინდივიდებისგან დაიწყო, რომელთა ბეწვის ნახატი ზოლებიანი ტაბი იყო. ბოლოს ქაშმირში მიაგნო ქუჩის კატას, რომელსაც ყურებს შორისაც ეტყობოდა ლაქები, სადაც,
ჩვეულებრივ, ნახატი არ ჩანს. მან ეს კატა იმ იმედით წამოიყვანა, რომ მის შემდგომ თაობებში ლაქების
თანდათანობით შერწყმას და ვეფხვისებრი ზოლების მქონე ინდივიდების მიღებას მიაღწევდა. ჯინ მილმა ახალი ხაზის ჩამოყალიბებისთვისაც ბენგალები გამოიყენა, რომლებისგანაც ტოიგერმა მემკვიდრეობით ულამაზესი შეფერილობა, საუცხოო ხარისხის ბეწვი და, რაც ყველაზე შესამჩნევია, დიდი ზომის სხეული მიიღო. ტოიგერის, როგორც ჯიშის ჩამოყალიბება ჯერაც გრძელდება, გამოფენებზე კი მის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება, განსაკუთრებით 2007 წლიდან, როდესაც მან სრული ჩემპიონის სტატუსი მიიღო.

სამომავლო ხედვა

უკვე შედგენილია ტოიგერის საბოლოო სასურველი ექსტერიერის ჩამოყალიბების გეგმა, რაც, ფელინოლოგიაში ალბათ პირველად კომპიუტერული გამოსახულების გამოყენებით განხორციელდა. ტოიგერზე, როგორც შინაურ ცხოველზე, მოთხოვნილება სწრაფად იზრდება, არა მხოლოდ ულამაზესი გარეგნობის, არამედ შესანიშნავი ხასიათის გამოც. იგი საერთოდ არ არის მფრთხალი, რაც ნიშანდობლივია გარეული კატების ჰიბრიდების ადრეული თაობებისთვის.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?