საფარი
საფარი
საფარი კიდევ ერთი ძალზე იშვიათი გარეული კატის ჰიბრიდია, რომელიც, მართალია, ბენგალამდე გამოიყვანეს, მაგრამ მასავით პოპულარული არასდროს ყოფილა.
თუმცა დღეს უკვე შეინიშნება, რომ მომშენებლებს საფარი სულ უფრო ხშირად გამოჰყავთ.

მოკლე დახასიათება

ძნელად მოსაშენებელი ჯიშია
აქტიური და ხალისიანია
მისი ზომები მნიშვნელოვნად ცვალებადობს
ამჟამად უიშვიათეს ჯიშად ითვლება

ისტორია

ამ კატების წარმოშობა იმავე კვლევით პროგრამას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც კატის ლეიკემიის ვირუსს სწავლობდნენ და რომელიც ბენგალის  გამოყვანით დასრულდა. ამ შემთხვევაში შინაურ კატასთან შეაჯვარეს ჟოფრუას კატა (Leopardus geoffroyi) _ გარეული სახეობა, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ცენტრალური
და სამხრეთი ამერიკის რეგიონებში. ეს კატა შეფერილობათა ფართო სპექტრით გამოირჩევა, რაც გარკვეულწილად დღევანდელი საფარის ჯიშზეც
აისახა. მის სელექციაში, რაც 1970 წელს დაიწყო, ძირითად დაბრკოლებად იქცა შინაურსა და ჟოფრუას კატებს შორის განსხვავებები ქრომოსომულ დონეზე, რამაც, ფაქტობრივად, ბენგალის მოშენების პროგრამის მიმართ ინტერესი გააძლიერა. მაგრამ როდესაც ბენგალმა, როგორც შინაურმა ცხოველმა, პოპულარობა მოიპოვა, საფარის მიმართ ინტერესი განახლდა.

მოშენების შედეგები

ჟოფრუას კატა ტიპურ შინაურ კატაზე პატარა ზომისაა, მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, მათი ჰიბრიდიზაციით მიღებული პირველი თაობის ინდივიდები ზომით ერთსაც აღემატებიან და მეორესაც. ამ მოვლენას ჰეტეროზისი ეწოდება. პირველი თაობის (F1)
ზრდასრული ხვადი საფარი ჩვეულებრივ 11.3 კგ-ს, ძუ 8.1 კგ-ს იწონის. შინაურ კატასთან მისი მომდევნო შეჯვარებით მიღებული თაობების ინდივიდები უკვე ჩვეულებრივი ზომის კატები არიან.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?