ნიბელუნგი
ნიბელუნგი

ნიბელუნგი იმ რუსული ცისფრის თანამედროვე განახლებული ფორმაა, რომელიც XIX საუკუნის დასასრულს კატების გამოფენებში მონაწილეობდა და ერთ-ერთ ძველ ჯიშად ითვლება.

ნიბელუნგები ენერგიულები არიან, მაგრამ რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, შესანიშნავად ეგუებიან სახლის გარემოში ცხოვრებას.
მოკლე დახასიათება

მოციმციმე ბეწვი აქვს
გონიერი კატაა
უცნობებს უფრთხის
მოსწონს, როცა ოჯახის წევრად მიიჩნევენ

ისტორია

ნიბელუნგი, რომელიც XX საუკუნისთვის უკვე გამქრალი რუსული ცისფერის გრძელბეწვიან სახესხვაობად ითვლება, იმ სელექციური პროგრამის შედეგად გაჩნდა, რომელიც 1980-იან წლებში აშშ-ში ამ თითქმის გადაშენებული კატების ასაღორძინებლად განხორციელდა. მასში მონაწილეობდნენ ცისფერი კატები, რომელთაც საშუალო სიგრძის ვერცხლისფრად
მოციმციმე ბეწვი ჰქონ
დათ. ამ ჯიშის უჩვეულო სახელი _ ნიბელუნგი გერმანული სიტყვიდან წარმოდგება, რაც "დანისლულს" ნიშნავს და მის შეფერილობაზე მიანიშნებს. ამ ათლეტური აღნაგობის კატებს მოგრძო სხეულიც ღონიერი აქვთ. ბეწვი ყველაზე გრძელი კუდზეა და მშვენიერ ფუნჯს ქმნის. ხვად ნიბელუნგებს კისრის გარშემო შესამჩნევად გრძელი ბეწვი ეზრდებათ, განსაკუთრებით, ზამთრობით.

ექსტერიერი

ნიბელუნგმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობის უფლება. მისი სტანდარტი რუსული ცისფერის მსგავსია. ზრდასრულ კატას ოვალური ფორმის მწვანე თვალები აქვს, კნუტებს _ მოყვითალო; ფართო ყურები (განსაკუთრებით ძირში) ოდნავ მომრგვალებული წვერით. ნიბელუნგი იერით რუსულ ცისფერ კატას ჰგავს – მის მთლიანად ცისფერ ბეწვს მოვერცხლისფრო ელფერი დაჰკრავს. ნიბელუნგები საკმაოდ ჭირვეულები არიან, განსაკუთრებით, როცა საქმე საკვებს ეხება. ადვილად არც უცნობებს უშინაურდებიან.


 

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?