კორნიშ რექსი
კორნიშ რექსი

ამ კატებს კუნთოვანი სხეული და განსაკუთრებით ძლიერი უკანა კიდურები აქვთ, რომელთა დახმარებით თავისუფლად დახტიან მაგიდებსა და თაროებზეც კი. მათ ძაღლივით გამართულად ჯდომაც შეუძლიათ.

მოკლე დახასიათება

გამხდარი, მოხდენილი გარეგნობის კატაა
თავისებური, ადვილად მოსავლელი ბეწვი აქვს
მეგობრული ხასიათისაა
შესანიშნავი ათლეტია

ისტორია

1950 წელს სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, კორნუოლის ერთ-ერთი ფერმის კატის ნაყარში უცნაური, ხვეულბეწვიანი კნუტი აღმოჩნდა. მომშენებელი მიხვდა, რომ ეს იყო მუტაცია, სახელდობრ, რექსის ერთ-ერთი ვარიანტი, როგორიც ბოცვრის ზოგიერთ ჯიშს ახასიათებდა, და შეუდგა მის გაძლიერებას. ადრეულ საფეხურებზე მომშენებლებმა გამოიყენეს როგორც ბურმანულის, ისე ბრიტანული მოკლებეწვიანის
აუტკროსები, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც 1957 წელს ეს ჯიში შეიყვანეს, ამ მიზნისთვის სიამური და აღმოსავლური
ხაზები შეარჩიეს. ამან შექმნა მდგრადი სხვაობა, რისი დასტურიცაა ჯიშის სხვადასხვა სტანდარტი ატლანტის ოკეანის აქეთ და იქით. დიდ ბრიტანეთში გავცელებულ კორნიშ რექსთან შედარებით, ამერიკულ ფორმას უფრო აღმოსავლური ექსტერიერი აქვს, რასაც მისი მოგრძო ფორმის თავიც ადასტურებს.

ბეწვი

კორნიშ რექსს გრძელი ბალანი არ აქვს. მისი ბეწვი ძირითადად საშუალო სიგრძის თივთიკისგან შედგება და უნაზესი ფაქტურითა და ტალღოვანებით გამოირჩევა, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს ზურგსა და გვერდებზე. შედარებით თხელი ბეწვის გამო კორნიშ რექსი სიცივეს ბევრ სხვა ჯიშზე ცუდად იტანს.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?