სკუკუმი
სკუკუმი
ახალი ჯიშის სახელი ამ შემთხვევაში "საუკეთესოს" ნიშნავს, მაგრამ მას უარყოფითი მნიშვნელობებიც აქვს, ამიტომ გამორიცხული არ არის, კატას სხვა რამ დაარქვან. რაც შეეხება სკუკუმის ალერსიან ხასიათს, მისი შეცვლა ნამდვილად არასოდეს გახდება საჭირო.




მოკლე დახასიათება

ადამიანებს კარგად ეგუება
არსებობენ მოკლე და გრძელბეწვიანი ფორმები
ხვეული ბეწვით გამოირჩევა
მეტყველი სახე აქვს

ისტორია

სკუკუმის გამოყვანა ამერიკელმა მომშენებელმა როი გალუშამ დაიწყო, რომელმაც ლა პერმი და მანჩკინი  შეაჯვარა _ ხვეულბეწვიანი, მოკლეფეხება ჯიშის შექმნას ცდილობდა. რადგან ორივე წინაპარი ჯიში შედარებით ფართოდ იყო გავრცელებული, მსგავსი სელექციური პროგრამები მსოფლიოს სხვა
რეგიონებშიც განხორციელდა. შედეგად სკუკუმის როგორც მოკლე, ისე გრძელბეწვიანი ფორმები მიიღეს _ ამით ის მანჩკინს ჰგავდა;
ასევე ჰქონდა შედარებით თხელი ბეწვი, რომელიც უფრო აწეწილი იყო, ვიდრე ტანზე დაწოლილი – ეს კი ლა პერმის დამახასიათებელი ნიშანია. დღეს გამოჰყავთ მრავალი შეფერილობისა და ნახატის სკუკუმები, კოლორპოინტებიც კი, რაც ლა პერმის წინაპრობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

მოვლა

სკუკუმები საკმაოდ ოსტატურად დაცოცავენ და დახტიან; გონიერი კატები არიან. ხვადები ძუებზე დიდები იზრდებიან. ბეწვის მოვლა, როგორც ლა პერმის შემთხვევაში, საკმარისია კვირაში ერთხელ. კარგია მბრუნავკბილებიანი სავარცხლის გამოყენება, რომელიც ხვეულებს არ გაასწორებს. ბანაობის შემდეგ ბეწვს ბუნებრივად გაშრობა აცადეთ ან პირსახოცით გაამშრალეთ – თმის ელექტროსაშრობი არ გამოიყენოთ (ის მხოლოდ ზოგიერთი ჯიშისთვისაა დასაშვები), რადგან სკუკუმს ხვეულებს გაუსწორებს.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?