კატის ჯიში- პეტერბოლდი
კატის ჯიში- პეტერბოლდი
რუსეთში გამოყვანილი პეტერბოლდი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც მსოფლიოში არსებული კატის ჯიშების ჩამონათვალს ბოლო დროს შეემატა. გარეგნულად პეტერბოლდები საკმაოდ არაერთგვაროვანები არიან. მათ უკვე გაითქვეს სახელი, როგორც შესანიშნავმა კომპანიონებმა.

მოკლე დახასიათება

ინდივიდებში ბეწვის სიგრძე ცვალებადობს
დამახასიათებელია შეფერილობათა ფართო სპექტრი
აღმოსავლური ტიპის ექსტერიერი აქვს
ალერსიანი კატაა

ისტორია

ეს ჯიში 1984 წელს სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი) გამოიყვანეს. დონ სფინქსის და აღმოსავლური მოკლებეწვიანი კატის მეტიზაციის შედეგად ოთხი განსხვავებული კნუტი დაიბადა, რომლებმაც სათავე დაუდეს პეტერბოლდის ჩამოყალიბებას. მას მერე ჯიში საკმაოდ სწრაფად განვითარდა: ჯერ 1996 წელს სამშობლოში მოიპოვა გამოფენებში მონაწილეობის
უფლება, მომდევნო წელს აშშ-ში დროებითი სტატუსით დაჯილდოვდა, 2008 წელს კი სრული ჩემპიონის სტატუსს მიაღწია. პეტერბოლდი
ექსტერიერით თანდათან სიამურ და აღმოსავლურ ჯიშებს დაემსგავსა, რომელთა აუტკროსები ფართოდ გამოიყენებოდა სელექციის პროცესში. ამან, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააფართოვა პეტერბოლდის ფერებისა და ნახატის სპექტრი.

ექსტერიერი

რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, პეტერბოლდები გვხვდებიან სრულიად უბალნო (როგორც მათი წინაპარი დონ სფინქსი) ან ბეწვის ოთხი ტიპის საფარველით, ესენია: ფლოკი (სხეული დაფარულია 2მმ სიგრძის თხელი ბეწვით), ველური (რბილი ბალანი, რაც ასაკის მატებასთან ერთად სცვივა და მხოლოდ ფეხებსა და კუდზე რჩება), ბრაში (უხეში, ოდნავ ხვეული ბეწვი, რომელიც არასოდეს სცვივა) და სწორბეწვიანი ინდივიდები ნორმალური ულვაშებით. ზოგიერთ კნუტს (გარდა ისეთებისა, რომლებიც მთლიანად ბეწვით არიან შემოსილნი) შეიძლება სქესობრივი მომწიფების დროს დასცვივდეს ბალანი. პეტერბოლდის მოვლის თავისებურება დამოკიდებულია ბეწვის ტიპზე, მაგალითად, აუცილებელია სრულიად უბალნო ინდივიდების დაცვა მზის დამწვრობისაგან.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?