ლამბკინი
ლამბკინი
ლამბკინი მოკლეფეხებიანი მანჩკინისგან გამოყვანილი კიდევ ერთი ახალი ჯიშია, რომელსაც სრულიად განსაკუთრებული ბეწვი აქვს.
ლამბკინები მეგობრულები და ხალისიანები არიან. ამჟამად გამოჰყავთ ბევრი სხვადასხვა შეფერილობის ინდივიდი.


მოკლე დახასიათება

რექსისთვის დამახასიათებელი ბეწვი აქვს
გამოირჩევა გრძელი ტანით
მშვიდი ბუნებისაა 
იშვიათი ჯიშია

ისტორია

ლამბკინის, როგორც ამ კატას ეწოდა, გამოსაყვანად სელკირკ რექსი მანჩკინთან შეაწყვილეს. გარკვეული დროის განმავლობაში ამ ახალ ჯიშს ასევე ერქვა ნანუს რექსი (ლათ. ნანუს ჯუჯას ნიშნავს ), მაგრამ მომშენებლებისთვის ლ
ამბკინი უფრო მისაღები აღმოჩნდა. ამ დაპატარავებულ რექსებს ასეთი სახელი გამორჩეული ბეწვის გამო უწოდეს, რომელიც ძალიან ჰგავს ბატკნის მატყლს, განსაკუთრებით თეთრი ინდივიდების შემთხვევაში. ამ კატების მოშენება ადვილი აღმოჩნდა, რადგან სელკირკის ხვეულბეწვიანობაც და მანჩკინის მოკლე ფეხებიც დომინანტურ მუტაციას წარმოადგენს,
ამიტომ ამ ჯიშების მეტიზაციით მიღებულ ყოველ ნაყარში აუცილებლად იქნება გარკვეული რაოდენობის ლამბკინები.

მომავალი

ამ ეტაპზე ლამბკინი იშვიათ ჯიშად რჩება, თუმცა გამრავლებისა და პოპულარობის მოპოვების კარგი შესაძლებლობები აქვს. ჯერ ერთი, მათი მოშენება შედარებით ადვილია მშობლების გენეტიკური თავისებურებების გამო; მეორეც, ისინი ძალზე მიმზიდველი და საყვარელი ფისოები არიან. სელკირკ რექსების მსგავსად, კნუტობიდან ზრდასრულ ასაკამდე მათი ბეწვის ტექსტურაც იცვლება. არსებობს როგორც სოლიდი, ისე ნახატიანი ბეწვის მქონე ფორმები.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?