სკოტიშ ფოლდი
სკოტიშ ფოლდი

სიმპათიური გარეგნობისა და მეგობრული ხასიათის გამო ეს ჯიში ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ფაქტობრივად საგამოფენო კატად გადაიქცა. აქ წარმოდგენილია სკოტიშ ფოლდის მოკლებეწვიანი ფორმა.


მოკლე დახასიათებ


დაშვებული, მაგრამ მოძრავი ყურები აქვს
ბრიტანულ მოკლებეწვიან ჯიშს ჰგავს
ადამიანებს კარგად ეგუება
მშვიდი და მოსიყვარულეა

ისტორია

ეს კატები თავიანთ წარმოშობას მუტაციას უნდა უმადლოდნენ, რაც 1961 წელს პერტშირის (შოტლანდია) ერთ-ერთ ფერმაში დაბადებულ თეთრ კნუტ სუზიში გამოვლინდა. მისი დაყრილი კნუტებიდან ერთ-ერთი მწყემსმა, სახელად უილიამ როსმა შეიძინა. ფაქტობრივად, დღეს არსებული ყველა სკოტიშ ფოლდის, ანუ შოტლანდიური ყურებდაშვებული
კატის, გენეალოგია ამ კნუტიდან იწყება. სამწუხაროდ ის ადრეულ ასაკში მანქანამ გაიტანა, მაგრამ მანამდე დაბადა ერთი
კნუტი. სახელად სნუკსი. დაშვებული ყურებით, რომელმაც ხაზი გააგრძელა. სკოტიშ ფოლდებს თავიდან უნდობლად შეხვდნენ, რადგან ყრუები ეგონათ. მაგრამ შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა და თანდათან გაქრა. უნდა აღინიშნოს, რომ სკოტიშ ფოლდის ყურებში გოგირდი ჩვეულებრივზე მეტი ოდენობით უგროვდება.


ჯიშის მახასიათებლები

მალევე ნათელი გახდა, რომ სკოტიშ ფოლდისა და ნორმალურყურებიანი კატის შეწყვილებით მიღებული ნაყარის გარკვეული პროცენტი დაშვებულყურებიანი კნუტია, რაც ამ ნიშნის დომინანტურობაზე მიუთითებს. ორი ასეთი კატის შეწყვილება არ შეიძლება, რადგან მიღებული შთამომავლობის ნაწილს სახსრების დაავადება ექნება. როგორც წესი, დაშვებულ და ნორმალურყურებიან კატებს აჯვარებენ. სკოტიშ ფოლდებმა, რომლებიც თავიდან ბრიტანელმა მომშენებლებმა უარყვეს, პოპულარობა მოიპოვეს აშშ-ში, სადაც ჯიშის ზომის გასაზრდელად მათ ბრიტანულ და ამერიკულ მოკლებეწვიან კატებთან აჯვარებენ.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?