ამერიკული რინგტეილი
ამერიკული რინგტეილი

ყოველ ჯიშს მისთვის დამახასიათებელი სიგრძის კუდი აქვს, მაგრამ ამ კატების შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა კუდის სიგრძე, არამედ ფორმა _ სულ დახვეული აქვს. ამერიკული რინგტეილი, ანუ კუდბეჭედა დღეს იშვიათია.




მოკლე დახასიათება

ახალი ჯიშია
ძალიან თავისებური კუდი აქვს
მეგობრული კატაა
სხვადასხვა შეფერილობის ინდივიდები გვხვდება

ისტორი

ამ ჯიშის წარმოშობას სათავე მაწანწალა მოკლებეწვიანმა კნუტმა დაუდო, რომელიც 1998 წელს სან-ფრანცისკოს ყურეში (ჩრდილოეთი კალიფორნია) სუზან მენლეიმ იპოვა, გადაარჩინა და გაზარდა. ეს კნუტი, რომელსაც სოლომონი დაარქვეს, უჩვეულო გარეგნობის გაიზარდა. კუდი ძირიდანვე ჰქონდა აპრეხილი, მერე ქვემოთ ეშვებოდა და ზურგზე
ერთ დიდ ხვეულს ქმნიდა. სოლომონის ნახატი ბირმული კატისას ჰგავდა: წინა თათებზე
თეთრი ბეწვი ჰქონდა და თეთრი ბეწვითვე დაფარული უკანა ფეხები სახტომ სახსრამდე. ტანი მთლიანად ცისფრად იყო შეფერილი, გულმკერდზე თეთრი ბეწვი ჰქონდა კუდზე ზოლები ოდნავ ეტყობოდა. მისი პირველი ნაყარი 2004 წლის იანვარში დაბადა, მას შემდეგ, რაც ვეტერინარული შემოწმების შედეგად დარწმუნდნენ, რომ სოლომონი ჯანმრთელი იყო.


კუდის შესახებ

ვეტერინარულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სოლომონს ხერხემლის რაიმე ანომალია არ ჰქონდა. იგი საკმაოდ ჯანმრთელი ცხოველი აღმოჩნდა. მისი უჩვეულო კუდი ძალიან დახვეული არ არის და სურვილისამებრ შეუძლია მისი გაშლა. ასეთ მოქნილობას განაპირობებს მაღალგანვითარებული მუსკულატურა კუდის ძირში, რომელიც სხვა ჯიშებთან შედარებით, შესამჩნევად სქელია.


ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?