მოსწავლეს სკოლის მასწავლებელმა თხოვნა შეუსრულა
მოსწავლეს სკოლის მასწავლებელმა თხოვნა შეუსრულა
ადამიანის ფანტაზიას, რომ საზღვარი არ აქვს ამაზე არავინ დავობს. ამ შემთხვევაშიც სკოლის მოსწავლემ , კლასის ხელმძღვანელს მოსთხოვა, რომ თუ მას გამოსაშვები სკოლის ალბომში თავის საყვარელ კატასთან (Mr.Bigglesworth) ერთად არ გამოფენდნენ, უარს იტყოდა ფოტოს გადაღებაზე.

"მე არ მინდა სკოლის დამამთავრებელ ალბომში ვიყო ისე, როგორც ჩემი სხვა თანაკლასელები. დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი ოთხფეხა მეგობარიც ჩემთან ერთად ჩანდეს ფოტოებზე."- ამბობს მოსწავლე დრავენ როდრიგესი.

ნიუ-იორკის Schenectady- ის სკოლამ საბოლოოდ ბიჭს თანხმობა მისცა, რომ ფოტოზე კატასთან ერთად ყოფილიყო, თუმცა ერთი პირობით:

Zooclub

"არ არის აუცილებელი
მთავარ ფოტოზე დრავენი კატასთან ერთად იყოს. ეს ჩვენის სკოლის წესებს ეწინააღმდეგება. ჩვენი სკოლის ალბომს აქვს
სხვა გვერდებიც, სადაც შევძლებთ დრავენისა და მისი კატის ფოტოების განთავსებას."- ამბობს სკოლის მასწავლებელი.

Zooclub

და მართლაც, ბიჭმა მოახერხა ის, რომ თავისი საყვარელი ბინადარის ფოტოები დამამთავრებელი სკოლის ალბომში ყოფილიყო.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?