მსუქანი კატა, რომელსაც დიეტა დაუნიშნეს(+ვიდეო)
მსუქანი კატა, რომელსაც დიეტა დაუნიშნეს(+ვიდეო)
არიზონას შტატის შინაურ ბინადართა თავშესაფარში ცხოვრობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუქანი კატა, რომელსაც ძალიან უყვარს ვაშლის პიურე და ცხიმიანი საკვები. ამიტომაც კატა სახელად მითბოლი (Meatball) ისე გასუქდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
მითბოლი მოიყვანეს თავშესაფარში, მას შემდეგ რაც პატრონს მისი მოვლა აღარ შეეძლო.

თავშესაფრის თანამშრომელი მელისა გეიბელი აბობს, რომ სავარაუდოდ კატის პატრონი მას ვაშლის პიურითა და სხვადასხვა ცხიმიანი საკვებით კვებავდა, რასაც ადამიანები მიირთმევენ, რადგან მითბოლი დიდ ინტერესს იჩენს მსგავსი საკვების მიმართ.

"ჩვენ გვითხრეს, რომ ის მხოლოდ კატის საკვებს ჭამდა, თუმცა მითბოლი არანაირ
ინტერესს არ იჩენს მ
ისთვის განკუთვნილი საკვების მიმართ." – ამბობს მელისა.

Zooclub

კატამ ორი ოჯახი გამოიცვალა, ბოლოს ის 6 თვე ჰყავდათ პატრონებს, მათი თქმით მითბოლი ძალიან ცუდად იქცეოდა და ამიტომ ჩააბარეს თავშესაფარში.

თავშესაფრის თანამშრომლებმა ამ ოთხი წლის პუტკუნა ბინადარს დიეტა დაუნიშნეს და მისი ავადმყოფობის გამო არ ცდილობენ, რომ ის გააჩუქონ, რადგან მითბოლს სპეციალური მოვლა სჭირდება.

ჭარბი წონის გამო კატას თვალზე გლაუკომაც კი გაუჩნდა, ასევე სიარულისას მალე იღლება და წვება.

თუმცა, მითბოლს ძალიან კარგი ხასიათი აქვს, ის მოსიყვარულე და თბილი კატაა.

იხილეთ ვიდეო

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?