error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/fd38ee29860f274574b02b9720ba752d.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
მყიდველებმა მაღაზიას ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან შენობიდან კატა გააგდეს
მყიდველებმა მაღაზიას ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან შენობიდან კატა გააგდეს
დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნორჯში საოცარი ისტორია განვითარდა. ამ ისტორიის მთავარი გმირი კატა, სახელად პამპკინია. ფუმფულა ბინადარი ადგილობრივ მაღაზიაში დადიოდა ისე, თითქოს სამსახურში და მყიდველებს თავისი გარემოცვით ახალისებდა.

ის შესაძლოა შეგხვედროდათ სალაროსთან, მაღაზიის შესასვლელთან ან თაროებთან. თავიდან ჟღალ ბინადარს არავინ ერჩოდა, მაგრამ შემდეგ მაღაზიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ცხოველის ადგილი პროდუქტებთან არ იყო და შენობიდან გააგდეს.

Zooclub

როდესაც მაღაზიის მომხმარებლებმა ეს ამბავი შეიტყვეს, აღშფოთდნენ, რადგან პამპკინმა ყველას თავი შეაყვარა. ადამიანები ჟღალი კატის დაბრუნებას ითხოვდნენ. ეს ამბავი იმდენად გახმაურდა, რომ მოსახლეობამ კატის დაბრუნებაზე პეტიცია შეადგინა, ხოლო ადგილობრივმა
ტელევიზიამ მომხდარზე სიუჟეტი მოამზადა. მაღაზიის ხელმძღვანელობამ ზეწოლას ვერ გაუძლო და კატა
კვლავ შენობაში დააბრუნეს - ის კვლავ ახალისებს მყიდველებს.

Zooclub

უნდა აღინიშნოს, რომ პამპკინი უპატრონო არაა. ის მაღაზიის სიახლოვეს ცხოვრობს. შინაური ცხოველი ყოველ დილით გამოდის სახლიდან და პირდაპირ მარკეტში მიდის ისე, როგორც სამსახურში.

Zooclub

კატის პატრონის თქმით, ის თავის კატას იშვიათად ხედავს. ფუმფულა ბინადარი ყოველდღე იკარგებოდა და სახლში იშვიათად ბრუნდებოდა. პამპკინი იმდენად ცნობისმოყვარე აღმოჩნდა, რომ უცხო ადამიანების ავტომობილებში ხტებოდა, ამიტომ პატრონმა მას GPS  მოწყობილობა საყელურზე დაამაგრა, რათა სცოდნოდა, თუ სად იკარგებოდა თავისი ბინადარი.

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლმა მაღაზიაში მუყაოს ყუთი მოითხოვა, რათა საწოლი გაეკეთებინა

დედა ენოტმა ახალშობილი შვილები მაღაზიაში მიატოვა, მოგვიანებით მათ სამყოფელთან თანამშრომლებმა აბრა დადგეს

კატა მესამე კლასში "სწავლობს", როდესაც ის სკოლაში აღარ შეუშვეს, მოიწყინა და საკვებზეც უარი თქვა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?