სამშენებლო ნახერხით სავსე ტომრებს შორის დედა ენოტმა თავისი ნაშიერებისთვის ბუნაგი მოაწყო.
"შესაძლოა, დედა ენოტმა ეს ადგილი იმიტომ შეარჩია, რომ გაცილებით მყუდრო, თბილი და საფრთხისგან დაცულია", - ამბობს მარკეტის კონსულტანტი.

იმისათვის, რომ პატარა ენოტები არავის შეეწუხებინა, თანამშრომლებმა მათ სამყოფელთან აბრაც გააკეთეს, წარწერით:
"გთხოვთ, ამ ტომრებს არ შეეხოთ, ბუნაგში ახალშობილი ენოტები არიან!"

"ჩვენ ვფიქრობდით, რომ დედა ენოტი დაბრუნდებოდა. მეტიც, პატარების სიახლოვეს განცხადებაც გამოვფინეთ, რათა
თუმცა, დედა ენოტი 3 დღის განმავლობაში არ გამოჩენილა.
მარკეტის თანამშრომლები კოლორადოს (აშშ) გარეულ ცხოველთა ცენტრს დაუკავშირდნენ, მათ პატარა ცხოველები თავშესაფარში გადაიყვანეს. ახალშობილები თავშესაფარში გაიზრდებიან, რადგან ისინი ველურ ბუნებაში ვერ გადარჩებიან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამშენებლო მაღაზიის თანამშრომლები ცხოველებზე ზრუნავენ. მათ კაჭკაჭის ბახალა გადაარჩინეს და გაზარდეს. გარდა ამისა, ისინი რამდენიმე გადაგდებულ კურდღელზეც ზრუნავენ.
ასევე იხილეთ:
მძღოლის რეაქცია უპატრონო ძაღლზე, რომელმაც სიცივის დროს ავტობუსს თავი შეაფარა
საფრანგეთში ალპაკა ოპტიკის მაღაზიაში მარტო შევიდა და ნახევარი საათი სათვალეს არჩევდა
უპატრონო ძაღლმა მაღაზიაში მუყაოს ყუთი მოითხოვა, რათა საწოლი გაეკეთებინა