კატა ძაღლის პროვოცირებას ცდილობდა, თუმცა სახეში თათი მიიღო (სახალისო ვიდეო)
მას შემდეგ, რაც კატა ახალ სახლში მოხვდა, სადაც ხნიერი ძაღლი ცხოვრობს, ოჯახის უფროსობა საკუთარ თავზე აიღო. მიუხედავად იმისა, რომ ის ოჯახში ბინადარ ცხოველს დაუმეგობრდა, თავის გენეტიკას მუდმივად ავლენს და ძაღლის ნერვებზე თამაშობს.

როგორც კი ძაღლი შებრუნდება, ფუმფულა პროვოკატორი ახალ ფანდებს იგონებს, რათა მეგობარი გააბრაზოს, ხოლო შემდეგ ტერიტორიას სასწრაფოდ ტოვებს. ძაღლი ზოგჯერ ახერხებს და კატას თათს "ულაწუნებს", თუმცა არა ყოველთვის - მოხერხებულმა კატამ იცის, თუ როგორ დააღწიოს თავი გაღიზიანებულ ბინადარს.

ცხოველების პატრონი ვიდეოს კომენტარებში აღნიშნავს, რომ მსგავსი სიტუაცია ყოველდღე მეორდება და მიუხედავად იმისა,
რომ კატას ზოგჯერ სახეში თათიც ხვდება, ძაღლის პროვოცირებას მაინც აგრძელებს.

ასევე იხილეთ:

ლომმა ბოკვერთან თამაშის დროს
ძალა ვერ მოზომა.. ის, რაც ძუ ლომმა მოიმოქმედა - გაგაოცებთ!


გაბრაზებული იხვი ცხვარს ფიზიკურად გაუსწორდა

რა გააკეთა ჭკვიანმა ძაღლმა, როდესაც კატებმა ჩხუბი დააპირეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?