სხვა დადებით თვისებებთან ერთად, კატას ძაღლებთან მეგობრობა მარტივად გამოსდის: ოჯახში, სადაც კატა ცხოვრობდა, ის კარს უღებდა ძაღლებს, რათა სახლში შეეშვა ან სახლიდან ეზოში გაეშვა. უდავოა, ეს ცხოველისთვის გამორჩეული ნიჭია, თუმცა, ქვილთიმ თავისი ცოდნით, თავშესაფრის თანამშრომლებს პრობლემები შეუქმნა. აღმოჩნდა, რომ კატა გალიებში გამოკეტილ ცხოველებს კარს უღებს და გარეთ უშვებს.
ქვილთიმ
სათვალთვალო კამერების დათვალიერებისას, ცენტრის თანამშრომლებმა მთავარი დამნაშავე გამოავლინეს, მაგრამ ქვილთის ქმედების აღკვეთა ვერ შეძლეს: ის ნებისმიერი დაკეტილი შენობიდან თავს აღწევდა.
საბოლოოდ, ცენტრის თანამშრომლებმა ცხოველი გაცილებით საიმედოდ დაცულ ოთახში მარტო გადაიყვანეს, თუმცა, ის ფანჯრებს არ შორდება და ცდილობს, "პატიმრობას" თავი დააღწიოს.
სოციალურ ქსელებში ქვილთის მომხრეები გამოჩნდნენ ჰეშთეგით #FreeQuilty, ხოლო თავშესაფარმა თემატური მაისურებიც გამოუშვა. კატაზე ნერვიულობა კი არ ღირს - თავშესაფარში ასობით ქვილთის აყვანის მსურველთა განაცხადი შევიდა. ცხოველთა ცენტრის წარმომადგენლები მისთვის საუკეთესო ოჯახს შეარჩევენ და შინაური ცხოველი კვლავ მზრუნველი პატრონების გარემოცვაში იცხოვრებს.
წყარო: foxla.com