გეი პინგვინების წყვილმა "საბავშვო ბაღიდან" მშობლებს პატარა პინგვინი მოსტაცა (+ვიდეო)
დანიის ზოოპარკში გეი პინგვინებმა პატარა პინგვინი იმ დროს გაიტაცეს, როდესაც მისი მშობლები საცურაოდ აუზში ჩავიდნენ და თავიანთი ნაშიერი უყურადღებოდ დატოვეს.

რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, პინგვინის მშობლები შვილის გაუჩინარებით არ შეშფოთებულან.

პატარა არსებამ მთელი დღე "ახალ მშობლებთან" გაატარა, თუმცა, მოგვიანებით, ნამდვილმა დედ-მამამ შვილი იპოვა, რის შედეგადაც წყვილებს შორის ნამდვილი ბრძოლა გაიმართა.

Zooclub

განსაკუთრებული აგრესიით დედა პინგვინი გამოირჩეოდა. ჩხუბის ამსახველი კადრები ზოოპარკის მომვლელებმა ვიდეოზე გადაიღეს.

Zooclub

საბოლოოდ, ახალშობილი თავის მშობლებს დაუბრუნდა, თუმცა, როდესაც ზოოპარკის თანამშრომლებმა შენიშნეს, თუ როგორ უნდოდათ გეი პინგვინებს პატარა ნაშიერის ყოლა,
წყვილს აჩუქეს პინგვინის კვერცხი, რომელსაც ბიოლოგიური დედა ვერ უვლიდა.

ასევე იხილეთ:

მაიმუნი შეიჭრა სახლში, მშობლებს ჩვილი
წაართვა და თვითმხილველებს ბავშვის სიახლოვეს არ უშვებდა


კატა სასეირნოდ მარტო გავიდა, მაგრამ სახლში ოპოსუმთან ერთად დაბრუნდა

ცხოველთა მეფესაც კი ეშინია ძუ ლომის - უნიკალური ფოტო, რომელიც მონადირემ საფარაში გადაიღო
სერ ელტომ ჯონის "ოჯახი" გამახსენდა, სალომე გოგიაშვილის ტელეწამყვანობა რომ შეიწირა !!!
დეფექტურები ცხოველთა სამყაროშიც დეფექტურებად რჩებიან!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?