როგორ მიიღო უპატრონო კატამ ადვოკატის თანაშემწის თანამდებობა
როგორ მიიღო უპატრონო კატამ ადვოკატის თანაშემწის თანამდებობა
თუ ბრაზილიის ადვოკატების ასოციაციას ესტუმრებით, დიდი ალბათობით, ტესტირებას "დოქტორ ლეონთან" გაივლით. ეს რთული არაა, უბრალოდ მას მოეფერეთ და ყურებთან მოფხანეთ. რაც მთავარია, ქრთამის მიცემა გემრიელობის სახით სასტიკად აკრძალულია... 

კატა ლეონი ადვოკატის თანაშემწედ ოფიციალურად მუშაობს. ყოველივე მას შემდეგ დაიწყო, რაც შენობაში სველი და შეშინებული კნუტი შევარდა.

დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ლეო ნახევარი წლის წინ, როდესაც ძლიერი წვიმისას, ადვოკატებს სამსახურში მიაკითხა

Zooclub

კნუტის შენობიდან გაგდება არავის უცდია, მაგრამ ზოგიერთი თანამშრომელი პრეტენზიას გამოთქვამდა, რადგან ლეონი ძალიან პატარა იყო და მუშაობის პროცესში მასზე ფეხის დაბიჯება მარტივად შეიძლებოდა. სწორედ
ამის შემდეგ, ასოციაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო - ლეონი სამსახურში აიყვანეს. კნუტს საკუთარი ბეიჯი დაუმზადეს, ჰალსტუხი
შეუკერეს და მიმღებში, სტუმრებთან მოქცევის წესები ასწავლეს.

Zooclub

ლეონი კარგად არჩევს ცუდ და კარგ ადამიანებს, რასაც ადვოკატები თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ.

ადვოკატთა ასოციაციამ სპეციალურად კატისთვის რამდენიმე საქმიანი კოსტუმი შეუკვეთა. კოსტუმში გამოწყობილი ლეო საოცრად ელეგანტურად გამოიყურება. ის მნიშვნელოვან შეხვედრებსაც ესწრება - ფსიქოლოგიური მხარდამჭერის სტატუსით.

Zooclub

როდესაც სტუმრები ლეონს ხედავენ, დადებითი განწყობა დიდხანს მიჰყვებათ. გარდა ამისა, ფუმფულა ცხოველის შენობაში დაბინავებით, კომპანიის იმიჯი იზრდება.

Zooclub

ლეონის ყოველდღიური სამუშაო ფორმა ჰალსტუხი და ბეიჯია. მას უფლება აქვს, შენობაში ყველა ოთახს ესტუმროს. ზოგჯერ სტუმრებს გზასაც აჩვენებს (რა თქმა უდნა, თუ სთხოვენ).

Zooclub

კატა-ადვოკატს სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდიც აქვს, სადაც 30 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ლეონი ადვოკატთა ასოციაციის სახე გახდა. მართალია არაოფიციალური, მაგრამ ის ყველასთვის საყვარელი კასტრირებული, სრულიად ჯანმრთელი, ყოველთვის სუფთა, ლამაზი და პრეზენტაბელური თანამშრომელია.

Zooclub

ასევე იხილეთ:

იტალიაში ბანკის თანამშრომლებს თავიანთი შინაური ცხოველების სამსახურში მიყვანის ნება დართეს

საოცნებო სამსახური: აქ ფულს გადაგიხდიან, თუ ლეკვებს მოეფერებით

კატა, რომელიც ფულს დამოუკიდებლად გამოიმუშავებს და უსახლკარო ადამიანებს ეხმარება
ლომი
სიამის?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?