ძაღლები ადამიანის სამსახურში
ძაღლები ადამიანის სამსახურში
ძაღ­ლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მი­ერ ჯერ კი­დევ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და . ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში სა­გან­გე­ბოდ ზო­გავ­დნენ ფულს ბლად­ჰა­უნ­დე­ბის შე­სა­ნა­ხად, რო­მელ­საც კონ­სტებ­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვე­თა კვა­ლის მი­საგ­ნე­ბად იყე­ნებ­დნენ.

ევ­რო­პა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით გერ­მა­ნი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში, საფ­რან­გეთ­სა და უნ­გრეთ­ში ღა­მით პატ­რუ­ლი­რე­ბა სა­პო­ლი­ციო ძაღ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ კი­დევ 1850-ი­ა­ნი წლე­ბი­დან და­იწყ­ო. XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს­თვის პო­ლი­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად იყე­ნებ­დნენ ბელ­გი­უ­რ და გერ­მა­ნულ მეცხ­ვა­რულ ძაღ­ლებს, ბოქ­სი­ო­რებს, დო­ბერ­მა­ნებ­სა და ერ­დელ­ტე­რი­ე­რებს. დღეს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩაბ­მუ­ლია ძაღ­ლის მთე­ლი რაზ­მე­ბი, ზო­გი­ერთ ინ­დი­ვიდს აქვს სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნო­მე­რიც, რო­მე­ლიც 9-ით იწყ­ე­ბა. სა­პო­ლი­ციო ძაღ­ლე­ბი ას­რუ­ლე­ბენ მთელ რიგ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს,
დაწყ­ე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის შეპყ­რო­ბი­თა და და­კა­ვე­ბით. მე­ძე­ბა­რი და მაშ­ვე­ლი ძაღ­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვე­თა მი­საგ­ნე­ბად
ან და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და საგ­ნე­ბის სა­პოვ­ნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ამომ­ცნობ ძაღ­ლებს, მათ შე­უძ­ლი­ათ აღ­მო­ა­ჩი­ნონ ნარ­კო­ტი­კე­ბი ან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ბარ­გის ან ადა­მი­ა­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით არა­ლე­გა­ლუ­რად გა­და­აქვთ. გვა­მის ძაღ­ლებს გახ­რწნი­ლი სხე­უ­ლის მი­საგ­ნე­ბად წვრთნი­ან –ზოგ მა­თგანს იმ­დე­ნად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყნოს­ვა აქვს, რომ შე­უძ­ლია გამ­დი­ნა­რე წყალ­ქვეშ არ­სე­ბული გვა­მიც კი იპო­ვოს.

გამ­ნაღ­მვე­ლე­ბი
სა­ოც­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყნოს­ვის წყა­ლო­ბით საფ­რთხეს წი­ნას­წარ გრძნო­ბენ. გამ­ნაღ­მველ­თა გვერ­დით მე­ძე­ბა­რი ძაღ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა სა­სი­ცოცხ­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

შვე­დი წმინ­და­ნი
ადა­მი­ა­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო მძებ­ნე­ლად და მაშ­ვე­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი სენბერ­ნა­რი მათ XVI სა­უ­კუ­ნი­დან ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამ ჯი­შის შე­სა­ხებ უძ­ვე­ლე­სი, 1707 წლის, ჩა­ნა­წე­რე­ბი წმინ­და ბერ­ნა­რის მო­ნას­ტრის ბე­რებს ეკუთ­ვნით. ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სენ­ბერ­ნა­რია ბა­რი, რო­მელ­მაც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, 40 ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე იხ­სნა.

პო­ლი­ცი­ე­ლი
ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვე­რი, რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად სენ­ტ-ჯო­ნის ძაღ­ლი ერ­ქვა და მარ­ხი­ლის სა­ზი­დად, წე­რი­ლე­ბის დამ­ტა­რებ­ლად და მე­თევ­ზე­თა თა­ნა­შემ­წედ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, დღეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში K9 ჯგუ­ფის ფას­და­უ­დე­ბელ წევ­რად ით­ვლე­ბა.



ძაღლები ომიანობის პერიოდში
ძაღ­ლებს გრძე­ლი და სა­ხე­ლო­ვა­ნი საბ­რძო­ლო ის­ტო­რია აქვთ. ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი, ბერ­ძნე­ბი, სპარ­სე­ლე­ბი, ბრი­ტე­ბი და რო­მა­ე­ლე­ბი ძაღ­ლებს ომე­ბის დროს იყე­ნებ­დნენ, მათ ხში­რად გზავ­ნიდ­ნენ ბრძო­ლის ველ­ზე წვე­ტი­ა­ნი სა­ყე­ლუ­რი­თა და აბ­ჯრით აღ­კაზ­მუ­ლებს. რო­მა­ე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც დიდ­პი­რი­ა­ნი და ძლი­ე­რი ბულ­მას­ტი­ფე­ბი ჰყავ­დათ, მათ­გან  მო­ი­ე­რი­შე ჯგუ­ფებს ქმნიდ­ნენ. ძაღ­ლი გარ­კვე­ულ როლს ას­რუ­ლებ­და ამე­რი­კის აბო­რი­გე­ნე­ბის სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­შიც. ბრი­ტა­ნე­ლე­ბის ძაღ­ლე­ბი ირ­ლან­დი­ე­ლებს უტევ­დნენ, მა­თი მგელ­მგუ­და­ვე­ბი კი თავს ეს­ხმოდ­ნენ და ცხე­ნე­ბი­დან აგ­დებ­დნენ ნორ­მა­ნელ რა­ინ­დებს. ორ მგელ­მგუ­დავს შე­ეძ­ლო, უნა­გი­რი­დან ჩა­მო­ეგ­დო აბ­ჯრით შე­მო­სი­ლი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მე­ო­მა­რი, რო­მელ­საც ბო­ლოს უღებ­და მსუ­ბუქ აბ­ჯარ­ში ჩას­მუ­ლი მწვრთნე­ლი. II მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში პო­ლო­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ძაღ­ლებს წვრთნიდ­ნენ წე­რი­ლე­ბის დამ­ტა­რებ­ლე­ბად ან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბის მზი­და­ვე­ბად, ასე­ვე ას­წავ­ლიდ­ნენ, რო­გორ გა­ეთ­რი­ათ კო­ჭა­ზე დახ­ვე­უ­ლი მავ­თუ­ლი სა­ვე­ლე სა­ტე­ლე­ფო­ნო ხა­ზის გა­საყ­ვა­ნად. ძაღ­ლე­ბი – მებ­რძო­ლე­ბი თუ სამ­ხედ­რო მზვე­რა­ვე­ბი, გუ­შა­გე­ბი თუ კვა­ლის ამ­ღებ­ნი – ყო­ველ­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბოდ­ნენ სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბით, რაც დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

ა­ხალ­წვე­უ­ლი
კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე ძაღ­ლებს ბრძო­ლებ­ში მძვინ­ვა­რე  მე­ომ­რე­ბად, სამ­ხედ­რო მზვე­რა­ვე­ბად და სხვა­დას­ხვა ტვირ­თის გა­და­სა­ზი­დავად იყე­ნებ­დნენ. I მსოფ­ლიო ომის დროს ეს ერ­თგუ­ლი არ­სე­ბა აშშ-ის ახალ­წვე­ულ­თა პლა­კატ­ზეც კი გა­მო­სა­ხეს.

მედ­ლი­ა­ნი ჯა­რის­კა­ცი

1924 წლის ნო­ემ­ბერ­ში ცხრა წლის სტა­ბი თეთრ სახ­ლში მი­იწ­ვი­ეს პრე­ზი­დენტ კელ­ვინ კუ­ლიჯ­თან შე­სახ­ვედ­რად, სა­დაც და­ა­ჯილ­დო­ეს I მსოფ­ლიო ომ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და იმის გა­მოც, რომ ეს ძაღ­ლი 26-ე ქვე­ი­თი დი­ვი­ზი­ის 102-ე პოლ­კის­თვის თი­ლის­მად იქ­ცა.



სპეციალური დანიშნულების ჯიშები

გერ­მა­ნუ­ლი მეცხ­ვა­რუ­ლი
ეს ჯი­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორც თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა დამ­ცვე­ლი, მებ­რძო­ლი და ცხედ­რე­ბი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის აღ­მომ­ჩე­ნი.

ბოქ­სი­ო­რი
კუშ­ტი გა­მო­მეტყვე­ლე­ბის ეს ჩას­კვნი­ლი ძაღლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორც თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა დამ­ცვე­ლი და მებ­რძო­ლი.

ჰო­ლან­დი­უ­რი მეცხ­ვა­რუ­ლი
ეს ჯი­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­და­რა­ჯე და მებ­რძო­ლი­ა.

ბლად­ჰა­უნ­დი

კვა­ლის აღე­ბის სა­ო­ცა­რი უნა­რის გა­მო მას შერ­ლოკ ჰა­უნ­დსაც ეძა­ხი­ან.

ბიგ­ლი
ეს მე­ძე­ბა­რი შე­უც­დომ­ლად აღიქ­ვამს ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და საკ­ვე­ბის სუნს.

ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვე­რი
შრო­მის­მოყ­ვა­რე ლაბ­რა­დო­რებს ბომ­ბე­ბი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის პოვ­ნა შე­უძ­ლი­ათ.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?